სიახლეები
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლაში თემაზე - „პროფესიის არჩევა“ ტრენინგი ჩატარდა
07-02-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები და პროექტები ხორციელდება, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში 6 თებერვალს სკოლის თვითმმართველობის წევრების: ოთო კაკალაძის (თავმჯდომარე) და დაჩი კომახიძის (მოადგილე) ინიციატივით, თემაზე - „პროფესიის არჩევა“ ტრენინგი ჩატარდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტს სკოლის XII კლასის მოსწავლე, ახალგაზრდობის ცენტრის აქტიური წევრი რომან სურმანიძე გაუძღვა, რომელმაც პროექტის ფარგლებში საინტერესო პრეზენტაცია გამართა და მოსწავლეებს ცოდნა გაუზიარა.

„შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, მადლობა რომანს!“- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.  

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა უნარების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი სხვადასხვა პროფესიის შესახებ საინტერესო ინფორმაციას იღებენ, რაც მათ არჩევანის გაკეთებაში ეხმარება.  

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება