მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსწავლე-მასწავლებლების ურთიერთობაზე ხშირად საუბრობენ სფეროს სპეციალისტები. სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა, აღნიშნულ საკითხს სოციალური ქსელით ეხმაურება და მის პოსტს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„შეუძლებელია კარგი მასწავლებელი იყო, თუ შენი მოსწავლე არ გიყვარს და ვერ გეყვარება, თუ მას ძალიან კარგად არ იცნობ. ბანალურია, მაგრამ განა ყოველთვის ვიცით, რა სურთ ჩვენს მოსწავლეებს ჩვენგან, რა მოლოდინები აქვთ კონკრეტულად ჩვენი საგნისგან? კონკრეტულად იმ წელს, იმ კლასში? ან რაიმე საკითხს/თემას როცა ვასწავლით, ეს მათ სურვილებს და მიზნებს როგორ უკავშირდება?
გამიზიარეთ, ვინ, რას და როგორ აკეთებთ ამისთვის.
ერთი ჩემი კურსელია, ვინც თავისი მოსწავლეების ლამის ყველა ნაფიქრი იცის; ისე აღწერს საკლასო ამბებს, ხვდები, მათი გულები გადაშლილი უდევს და მუდმივი სიყვარულით კვებავს თავადაც. არ დავთაგავ, მიხვდება ისედაც“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა