მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ დახმარება გაეწევათ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულაც არ აღემატება 150001-ს და ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი;
დახმარება განისაზღვრება წელიწადში ერთხელ – თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით, სუბსიდიის მისაღებად კი ოჯახის წევრმა უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ერთ-ერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ქსეროასლები; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი; ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
აღსანიშნავია, რომ დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ