მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის კულტურის სახლმა კულტურული მრავალფეროვნების საღამოს უმასპინძლა და ამჯერად, „მეგობრობის ხიდით“ საქართველო, სომხეთი და ლიტვა დააკავშირა.
ღონისძიება ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანი-მარინა გორშკოვას“ სამოქალაქო კლუბის „დავითიანი მომავლისთვის“ ორგანიზებით განხორციელდა.
პროექტში ერევნის „მხითარ სებასტაცის“ სასწავლო კომპლექსის მოსწავლეები, თბილისის სკოლა „ივერია“, ჩიბათისა და ბოლნისის რამდენიმე სკოლა მონაწილეობდა.
აღნიშნული საღამო „სომხურ-ქართული საგანმანათლებლო ხიდის“ 10 წლის იუბილეს მიეძღვნა, რომლის ფარგლებშიც სამდღიანი ერთობლივი ღონისძიებები გაიმართა. მოეწყო ინტელექტუალური თამაში „გაიცანი ლიტვა“ და „სოციალური გარდერობი“ გაიხსნა:
„თუ არა მეგობრობა, გვერდში დგომა და სიკეთე, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენს ცოხვრებას. დღევანდელი დღის მიზანი მეზობელი ქვეყნების დაახლოება და ერთმანეთის კულტურის გაცნობა იყო.
გაცვლითი პროგრამებით მივდივართ ხოლმე მოსწავლეებთან ერთად სომხეთში, დღეს კი ქ. ერევნის „მხითარ სებასტაცის“ სასწავლო კომპლექსის მოსწავლეები არიან ჩვენი სტუმრები. მადლობა მუნიციპალიტეტს, რომ ეს სამი ჯადოსნური დღე გვაჩუქა.
გვინდოდა, ღონისძიებაში კიდევ ერთი ნეიტრალურ სახელმწიფოს მიეღო მონაწილეობა და რადგან ეს წელი ჩვენი საყვარელი პროექტი „ეტალონისა“ და ლიტვის მეგობრობისაა, გადავწყვიტეთ, მისი წარმომადგენლობა მოგვეწვია. „ეტალონის“ დახმარებითა და შუამდგომლობით, მრავალი ახალი და ძვირფასი მეგობარი შევიძინეთ.
ჩვენს მეგობარ სკოლებთან ერთად, „სოციალური გარდერობის“ გახსნის იდეა გაჩნდა. ყველას შეუძლია, ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები მოიტანოს. ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე და დავეხმაროთ სხვებს“- აღნიშნა სკოლა „დავითიანის“ დირექტორმა და პროექტის ორგანიზატორმა მარინა გორშკოვამ.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა კულტურის მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თეატრალური ნომერი წარმოადგინეს. მათი გამოსვლა და ვიქტორინა - „შეიცანი ლიტვის“ შედეგები სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ, „ეტალონის“, ლიტვის საელჩოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რესურსცენტრის წარმომადგენლებმა შეაფასეს.
შედეგების თანახმად, პირველი ადგილი რატევანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს, მეორე ადგილი ერევნიდან მოწვეულ სტუმრებს, მესამე კი - თბილისის სკოლა „ივერიას“ ერგო.
მონაწილეებს დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო