სიახლეები
სკოლები

ნაგებერაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კითხვის პოპულარიზაციის საქმეში წვლილი შეიტანეს
08-02-2023
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ეპიზოდები სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებებიდან, განასახიერეს „მკითხველთა თეატრი“. გაავლეს პარალელები წაკითხულ ნაწარმოებებს შორის, წაიკითხეს ლექსები და საკუთარი სათქმელი შეკრებილ საზოგადოებას გაუზიარეს.

ისტორიის მასწავლებელმა ბაჩუკი ფიჩხაიამ დამსწრე საზოგადოებას თავისი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი წაუკითხა.

 საინტერესო აქტივობაში - „იპოვე შენი წინადადება“ მასწავლებლებიც ჩაერთნენ, რამაც ყველა გაახალისა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებით მოსწავლე-მასწავლებლები გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ და წიგნიერების პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს.

„ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა და ჩვენმა სკოლამაც ამით თავისი წვლილი შეიტანა საჯაროდ კითხვის პოპულარიზაციის საქმეში“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სეტყვა, ქარი, ელჭექი... - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება