სიახლეები
სკოლები

გორელოვკის N3 სკოლის წარმატებულმა კურსდამთავრებულმა მოსწავლეებთან პროფორიენტაციის საკითხებზე საინტერესო შეხვედრა გამართა
08-02-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის საკითხებს მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა სკოლაში მიიწვიეს ამავე სკოლის კურსდამთავრებული - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი - დათო წინწკალაძე. სტუდენტმა  მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებთან ლექციური ხასიათის შეხვედრა ჩაატარა.

ისაუბრა გზაზე, რომელიც გაიარა მოსწავლეობიდან სტუდენტობამდე, გულწრფელად წარმოადგინა საკუთარი გამოცდილება, გააცნო მოსწავლეებს ზოგადი ინფორმაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტზე; ისაუბრა ადამიანის სრულყოფილ განვითარებაში აღქმის, მეხსიერების, ყურადღების, წარმოსახვის, აზროვნების, მეტყველების, ქმედების, ნებისყოფის როლზე; შეახსენა რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება პროფესიის შერჩევისას აბიტურიენტებმა, ასევე გაიხსენა საკუთარი სასკოლო ცხოვრების მაგალითები - კლასგარეშე აქტივობები და ა.შ.

„ვფიქრობთ, ამ ტიპის შეხვედრა ერთგვარი სტიმულია, მოტივირებულნი გახდნენ სკოლის მოსწავლეები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლის დირექცია დათო წინწკალაძეს მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სეტყვა, ქარი, ელჭექი... - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება