სიახლეები
სკოლები

„სკოლიდან ამოსული კვამლი... სასკოლო ცხოვრების მაცნე“ - კალის საჯარო სკოლის პედაგოგის, ქეთევან ჩემიას საინტერესო ჩანახატი
08-02-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქეთევან ჩემია, მისი მოსწავლეების მსგავსად, დღიურში საინტერესო ჩანაწერებს აკეთებს. ამჯერად, მას თოვლის პეიზაჟებმა ბავშვობა და სკოლის პერიოდი გაახსენა, რამაც ჩანახატის გაკეთების იდეა გაუჩინა. 

გთავაზობთ, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ქეთევან ჩემიას ჩანახატს - „სკოლიდან ამოსული კვამლი... სასკოლო ცხოვრების მაცნე“, სადაც მოსწავლეების სკოლისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს. ის აღწერს, დიდი თოვლის მიუხედავად, თუ როგორ მიუხარიათ მოსწავლეებს სკოლაში.

„სკოლიდან ამოსული კვამლი... სასკოლო ცხოვრების მაცნე“

აქ პანორამას რომ ვუყურებ, აკაკის „ნაკვესები“ მახსენდება:
აკაკის სავანეში სტუმრები ჰყოლია და ერთ-ერთს უთქვამს: ასეთ ბუნებაში კი დაწერ ლექსებს, აბა, რა იქნებაო!
სულმნათ აკაკის მისთვის მელანი და კალამი მაგიდაზე დაუდგამს და უთქვამს: ა, ბატონო და დაწერე ლექსიო...
ამ პეიზაჟებს რომ ვუყურებ, აკაკის სტუმარი მგონია თავი და ვცოდვილობ...
ჩემი მოსწავლეები თუ წერენ დღიურებს, რატომ არ უნდა დავწერო მეც?

მესტიის მუნიციპალიტეტის კალის საჯარო სკოლაში სიცოცხლე ადრე, დილას იღვიძებს, როცა საკვამურებიდან კვამლი იწყებს ამოსვლას... შემდეგ ნელ-ნელა მოწაფეები და მასწავლებლები იწყებენ მოსვლას... რა ვქნა, პირველ, ან მეორე კლასში ვიქნებოდი, შემდეგაც... პირველი მივდიოდი კლასში. არ ვიყავი ცუდი მოსწავლე, მაგრამ უთენია სკოლაში მისვლის მიზეზს ვერა და ვერ ვიხსენებ... შემდეგ მასწავლებელიც უთენია სკოლის დერეფნებში პირველი შევაბიჯებდი... რა ვიცი, რა ვიცი რა იყო ეს? საგანგებოდ არ ვცდილობდი, ღმერთმანი, ასე გამოდიოდა, ასე გამოდის აქაც: ცეცხლფარეში რომ სკოლას გაღუღუნებულს დატოვებს და ეზოში გამოვა, იმ დროს ეზოში შევდივარ და თითქმის ყოველთვის ყვირილით მომდევს დაუბერიდან ჩამოსული გიორგი მარგვალანი - „აქა ვარ უკვე...“ ძახილით და შემდეგ ველოდებით... და აი,  როგორც კი გამოჩნდებიან: პირველად მარგველანების ოჯახი, მშობლები - მასწავლებლები და შვილები - მოსწავლეები, შემდეგ ხარძიანები - ლალხორიდან. დაახლოებით სამი წუთის დაგვიანებით კიდევ ხარძიანები - ვიჩნაშიდან, იფრარიდან - გეგი პირველი ან ცხენით, ან მამამისისგან „ნაქირავები“ მანქანით და აი, საიდან ჩამოდის გეგი, ეს საუბრის სულ სხვა თემაა... მთავარია, სასიცოცხლო ეს ხმაური ეზოს გარეთ იწყება და ხომ გახსოვთ ქართული „მახარობელი“ – მოდიან, მოდიან - ძახილი და მოდიან ჩემი მოსწავლეები, საოცარი ბავშვები და მოზრდილები...

„ნუ ტრაბახობ“... მომაძახებენ ჩემები... კიდევ კარგი, ტყუილს არ მათქმევინებენ. მაშინაც კი, როცა სულაც არ ვტრაბახობ - სულ ეძებენ კატას ჩემთან, სიბნელეში და მაშინაც კი, როცა საერთოდ არ მყავს კატა... ვისაც არ სჯერა თავად ნახოს ჩემმა მეხუთეკლასელებმა პროგრამით გათვალისწინებული რომელიმე ლექსი, ან მოთხრობა თუ არ იციან, მათ შორის აბსოლუტურად ყველა ლექსი ზეპირად და კიდევ თანამედროვე პოეტებს და მწერლებს თუ არ „ეპოტინებიან“. ჯერჯერობით ცუდად, რასაკვირველია, მაგრამ მოასწრებენ. მათ სწავლა, დიახაც, ეხალისებათ და როგორ არ მიხაროდეს, როცა თოვლზე წაქცეულს გუნდებს მაყრიან და „დამარხვით“ მემუქრებიან პაპუასების ყვირილით: „არგვინდა ქართული, არ გვინდა რუსული“... ისე ყასიდად, რადგან სამი, ან ოთხი გაკვეთილი სწორედ ეს საგნები აქვთ, იმიტომ, რომ კლასში ერთობლივი საქმიანობა უკვე აპრობირებულია. აქ არცერთი კლასის მოსწავლე სხვას ხელს არ უშლის, ნებისმიერ მათგანს ნებისმიერ ხმაურსა და სხვათა „ზუზუნში“ სრულიად უშფოთველად შეუძლია სწავლა... ამიტომაც აქ არც მოსწავლეებს, არც მასწავლებლებს არანაირი სიდიდის თოვლის მოსვლა არ აშინებთ...
და „მოდიან, მოდიან!“
მოვიდნენ, მოვიდნენ, მოვიდნენ, გინდ მანქანით, გინდაც ცხენით... ფეხითაც... ასე უფრო სახალისოა!

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება