მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N133 საჯარო სკოლაში პედაგოგები ლიტერატურისადმი სიყვარულს მოსწავლეებს ბავშვობიდანვე უღვივებენ. სკოლაში წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესო პროექტები და ღონისძიებები ტარდება.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში მე-5გ კლასის დამრიგებელის, ნათია ქარდავას ხელმძღვანელობით, პროექტი - „გავცვალოთ წიგნები“ მიმდინარეობს.
„წიგნი რომ ადამიანების საუკეთესო მეგობარია, ამაში ნათია დამრიგებელმა თავისი პატარები შეხვედრის მომენტიდან დაარწმუნა. მისმა საოცარმა და კრეატიულმა პროექტმა სტარტი გასულ სემესტრში აიღო და მიზნად წიგნის სიყვარულის გაღვივებას ისახავს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროექტის მიზანია - წიგნიერი, კულტურულად მოაზროვნე, შემოქმედებითად განვითარებული მოსწავლეების აღზრდა. ასევე, წიგნის კითხვის კულტურის დამკვიდრება კლასში, რაც ამდიდრებს სასაუბრო ლექსიკას. ეს მოსწავლეებს თავდაჯერებულობას მატებს და უფრო შემოქმედს ხდის.
„ჯადოსნურად, ფერადი ბუშტებით და ნაირნაირი წიგნებით დაწყებული პროექტი გრძელდება და წლის ბოლოს შემაჯამებელი აქტივობით დასრულდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, 2022 წლის 26 დეკემბერს ევროპის კაბინეტში ამ პროექტთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა მშობლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან გაიმართა, რამაც დიდი მხარდაჭერა და მოწონება დაიმსახურა.
„ერთი აქტივობა უკვე ჩავატარეთ. მე-5 გ კლასელებმა წაკითხული წიგნები თანატოლებს გაუზიარეს წარმატებები ჩვენს საოცარ ბავშვებს და კრეატიულ ნათია მასწავლებელს“, - აღნიშნავს სკოლის წამრომადგენელი.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს