სიახლეები
სკოლები

ქსოვრისის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე საინტერესო ღონისძიებებით აღინიშნა
08-02-2023
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიებები ჩატარდა.

სკოლაში, X კლასისის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ელზა ღვინიაშვილი) ისტორიის გაკვეთილზე სლაიდების საშუალებით, თანაკლასელების წინაშე დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და  მოღვაწეობის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ლექსები და მისი მოღვაწეობიდან ამონარიდები წაიკითხეს. ასევე გაეცნენ საინტერესო წყაროებს, რომელთა მეშვეობითაც ცოდნა აიმაღლეს. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

ამ დღეს ასევე III კლასის მოსწავლეებმაც (დამრიგებელი - ნინო ბერიძე) მიუძღვნეს ღონისძიება სახელწოდებით: „ჩემი სამშობლო საქართველოა“ . ბავშვებმა საქართველოს დიდი მეფეები: ფარნავაზი, ნანა დედოფალი, მეფე მირიამი, ვახტანგ გორგასალი, ბაგრატ III, დავით აღმაშენებელი, თამარი და გიორგი ბრწყინვალე განასახიერეს.

„მოსწავლეებმა გაიხსენეს ქეთევან დედოფლის წამებული ცხოვრება, მისი ღვაწლი სარწმუნოებისა და სამშობლოსადმი. ასევე შეასრულეს სიმღერები და ლექსები, ბოლოს ბავშვებმა ფიცი დადეს, რომ იქნებოდნენ ქვეყნისთვის ღირსეული მამულიშვილები“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღნიშნული ღონისძიებებით სკოლამ სრულიად საქართველოს მიოულოცა ეს დღე.

აღსანიშნავია, რომ მსგავი ღონისძიებები მოსწავლეთ შესაძლებლობებსა და უნარების განვითარებაში მნიშვნელოვანს როლს თამაშობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება