სიახლეები
სიახლეები, უნივერსიტეტები

KIU ანიმაციის კლუბი - სტუდენტების სტარტაპ პროექტი
08-02-2023
-
+



“KIU ანიმაციის კლუბი” ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსის ფარგლებში შექმნილი პროექტია, რომელიც უკვე ორი წელია სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ ანიმაციური პროგრამები და 3D ვიზუალიზაცია გაუკეთონ სტარტაპ იდეებს. პროექტის კოორდინატორი მენეჯმენტის lll კურსის სტუდენტი ვალერი გურგენაშვილია, რომელიც თანატოლებთან ერთად მეორე წელია მუშაობს აღნიშნულ იდეაზე. მოწვეული ლექტორი ლუკა თავართქილაძე სასწავლო კურსს უძღვება, ხოლო პროცესების დაგეგმვასა და მართვას მენეჯმენტის სკოლის სტუდენტები - იაკო მიქაძე, ნინი დიასამიძე, გიორგი აბესაძე და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი თეიმურაზ ფხაკაძე ხელმძღვანელობენ. პროექტის ავტორთა თქმით, ანიმაციის შექმნის უნარი საუკეთესო შესაძლებლობაა ადამიანებმა გამოხატონ საკუთარი შემოქმედება მოძრავი სურათების საშუალებით, მოყვნენ ისტორიები და დაამზადონ უნიკალური ვიზუალური მასალა. კლუბის აქტივობები მოიცავს ანიმაციის ინდუსტრიაში მოთხოვნადი ისეთი პროგრამების გამოყენებას, როგორებიცაა: Blender, 3Ds Max და IClone.

პროექტის კოორდინატორი, KIU-ს წარმატებული სტუდენტი ვალერი გურგენაშვილი ანიმაციის კლუბის პარალელურად AI ჰოლოგრამაზე მუშაობს. ეს გახლავთ ხელოვნურ ინტელექტზე ინტეგრირებული მოწყობილობა, რომელიც ორგანიზაციებსა და რიგით ადამიანებს დაეხმარება რეალურ სივრცეში 3D გამოსახულებასთან დაამყარონ Live ინტერაქცია,  შედეგად კი მიიღონ კოლოსალურ ინფორმაციაზე წვდომა. რამდენიმე თვის წინ ვალერმა თავის გუნდთან ერთად ბრიტანეთის ანტრეპრენერთა ყოველწლიურ კონკურსშიც - „BIG IDEA CHALLANGE“ გაიმარჯვა. ახალგაზრდებმა კონკურსზე KIU სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის ფარგლებში შექმნილი სტარტაპი - „Booki“ წარადგინეს. ეს არის პლატფორმა, რომელიც ადამიანებს უმარტივებს მეორადი და ახალი წიგნებით ვაჭრობას.

ნოვატორმა სტუდენტმა KIU ანიმაციის კლუბის ფარგლებში შექმნილ წარმატებულ პროექტზე გვიამბო. „წრე“ - ასე ჰქვია ანიმაციას, რომელიც სოციალურ თემაზეა მომზადებული.  

„გასული წლის აპრილში კლუბმა მონაწილეობა მიიღო MAC Georgia-სა და რადიო თავისუფლების მიერ განხორციელებული მოკლე ფილმების კონკურსში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემატიკაზე. ჩვენ შევქმენით ანიმაცია „წრე“, რომელიც გვიყვება ლევანის შესახებ, ადამიანის, რომელმაც ბავშვობაში მიიღო მძიმე ფიზიკური დაზიანება და ეტლს მიეჯაჭვა. ასეთი მასშტაბის პროექტი ჩვენთვის პირველი იყო, რამაც დიდი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, თუმცა წარმატებით გავუმკლავდით და საინტერესოდ და ლამაზად მოვყევით ერთი ადამიანის ისტორია“, - გვიყვება ვალერი გურგენაშვილი.

წინა წელს, კლუბის ფარგლებში ახალგაზრდებმა ასევე ააწყვეს მარსმავალი როვერი, რომელმაც Georgian Rover Challenge-ში (საქართველოს ჩემპიონატი) გაიმარჯვა, მსოფლიო მასშტაბით კი მის გატანას სტუდენტები ზაფხულში გეგმავენ. 

წელს კლუბმა დაიწყო ახალ მოკლემეტრაჟიან ანიმაციაზე - „7 Days“ მუშაობა, ეს ეხება გლობალური დათბობის მწვავე შედეგებს, სადაც ადამიანებს რთული გამოწვევების გადალახვა უწევთ გადარჩენისთვის.  

კლუბი აპირებს შეიძინოს სტუდიური ინვენტარი და Motion Capture მაღალი ხარისხის მოძრაობების შესასრულებლად.
„Mocap-ი იძლევა შესაძლებლობას ზუსტად აღვბეჭდოთ მსახიობების მოძრაობები და ჟესტები, შემდეგ კი გარდავქმნათ ციფრულ პერსონაჟებად. ეს მოგვცემს ანიმაციურ პერსონაჟებში უფრო ბუნებრივ და რეალურ მოძრაობებს, რაც გააუმჯობესებს პროდუქტის საერთო ხარისხს და უფრო მიმზიდველს გახდის მას მაყურებლისთვის“, - აღნიშნავს ლუკა თავართქილაძე. 

აღსანიშნავია, რომ კლუბმა მუშაობა დაიწყო ახალ პროექტზე, რომელიც ეხება უნივერსიტეტის ყოველდღიურ ამბებს და მოყვება ყველა იმ თავგადასავალზე, რაც სტუდენტურ ცხოვრებას ახლავს თან. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სახელმწიფო სასწავლო გრანტების ოდენობა ცნობილია - მთავრობის დადგენილება

იცოდით, რომ „პასკა“ გრამატიკულად არასწორი ფორმაა? - საინტერესო დეტალები სააღდგომო ტკბილეულის შესახებ და სწორი ფორმა

ანაზღაურება სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნდება აკადმიკოსებისა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისთვის

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

„სკოლიდან გამოვიდნენ და აღარავის უნახავს“ - თბილისში ორ მოსწავლეს ეძებენ - ჩართულია პოლიცია

პიროვნება
„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

სკოლები

ხანდოს საჯარო სკოლაში ჩატარებულ ვიქტორინაში გამარჯვებულ გუნდს, „ვარსკვლავები“ სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა

წესის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარადა

XI კლასის მოსწავლე მარიამ სამხარაძემ ესეების კონკურსში II საპრიზო ადგილი დაიკავა

ღონისძიება ემსახურებოდა ქართული ენის, როგორც ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, წარმოჩენას-დაფასებას

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება