მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური წახალისება.
დოკუმენტის თანახმად, ჯილდო გაიცემა საჯარო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულზე, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე; ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება ბოლო 5 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; გადაცემული აქვს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის სერტიფიკატი.
ჯილდოს ოდენობა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატის მიხედვით განისაზღვრება:
ოქროსმედალოსნის დამადასტურებელი სერტიფიკატის შემთხევაში ერთჯერადად – 300 ლარი გაიცემა;
ვერცხლისმედალოსნის დამადასტურებელი სერტიფიკატის შემთხვევაში 150 ლარი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა