მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბუნებრივი კატასტროფების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. თურქეთში მომხდარი მიწისძვრისა და მისი ტრაგიკული შედეგების შემდეგ დიდი თუ პატარა იმაზე მსჯელობს, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ასეთ დროს.
etaloni.ge-ს არაერთმა პედაგოგმა მიმართა კითხვით, როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს მიწისძვრაზე ისე, რომ მათ არც ფსიქოლოგიური ტრავმა მივაყენოთ და ამავდროულად, ვასწავლოთ, როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის შემთხვევაში.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე გიზიარებთ სპეციალისტების მოსაზრებებს, თუ როგორ ავუხსნათ ბავშვებს, რა არის მიწისძვრა, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას და ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია მიწისძვრის დროს.
ბავშვებს შეიძლება მიწისძვრის გამოცდილება არ ჰქონდეთ. პირველ რიგში, აუხსენით, რა არის ის. მიწისძვრა არის მოულოდნელი, მიწის სწრაფი ბიძგები, რომლებიც გამოწვეულია მიწისქვეშა ენერგიის გამოთავისუფლებით. არსებობს სხვადასხვა სახის მიწისძვრა, ეს დამოკიდებულია დედამიწის სიღრმეში ან მის ზედაპირზე მიმდინარე პროცესებზე. მიწისძვრების ყველაზე გავრცელებული ტიპია ტექტონიკური მიწისძვრა, რომლის დროსაც ტექტონიკური ფილები ერთმანეთის მიმართ ვერტიკალური ან ჰორიზონტალური მიმართულებით გადაადგილდება. სუსტი მიწისძვრები არ ქმნიან სერიოზულ საფრთხეს. ძლიერი მიწისძვრის დროს კი შეიძლება დაზიანდეს ფანჯრის მინები, დაიბზაროს კედლები. ასეთმა მიწისძვრამ ასევე შეიძლება ჩახერგოს კარი ან გააჩინოს ხანძრის კერა. მიწისძვრას თან ახლავს ხმაურიც. თუ რყევა 10-15 წამზე მეტი გაგრძელდა, შეიძლება დაინგრეს შენობებიც. მიწისძვრები ხდება ოკეანეშიც, რაც იწვევს ცუნამს.
8 წესი, რომლებიც მიწისძვრის დროს უნდა გაითვალისწინონ როგორც ბავშვებმა, ასევე დიდებმა:
ეს ის წესებია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს მიწისძვრის დროს დაზიანებების თავიდან ასარიდებლად. სასურველია, დამრიგებლებმა მიწისძვრის შესახებ სადამრიგებლო საათის ფარგლებში ისაუბრონ და მოსწავლეებს ის მინიმალური ცოდნა მისცენ, რაც მათ საჭიროების შემთხვევაში გამოადგებათ. ნუ აჩვენებთ ბავშვებს მიწისძვრის ტრაგიკული შემთხვევის ამსახველ ფოტოსურათებსა და ვიდეოებს, სადაც დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ადამიანები იქნებიან აღბეჭდილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა