მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კლასში ყველა მოსწავლეს სწავლის თანაბარი შესაძლებლობები არ აქვს, თუმცა თანამედროვე სწავლების მიზანი სწორედ ისაა, რომ ბავშვებმა საკუთარი ცოდნა და უნარები იმ გზით წარმოაჩინონ, როგორც ამას თავად შეძლებენ. მასწავლებლის მოვალეობა კი თითოეული მოსწავლის დახმარებაა.
ყველა მოსწავლეს არ შეუძლია აზრის წერილობით გადმოცემა, შესაძლოა, ბავშვს კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარი ჰქონდეს, თუმცა, როდესაც საქმე წერაზე მიდგება, დავალებას თავი ვერ გაართვას. რა შეიძლება გააკეთოს მასწავლებელმა ასეთ დროს? როგორი დავალება მივცეთ მოსწავლეს, რომელსაც აზრის წერილობით გადმოცემა უჭირს?
თუ ბავშვს აზრის წერილობით გადმოცემა უჭირს, შესაძლებელია მის უნარებს მოვარგოთ დავალება. მაგალითად:
სანამ დავალებას მოსწავლეების უნარ-ჩვევებს მოარგებთ, გაითვალისწინეთ, რომ მისაღწევი მიზანი უნდა იყოს მიღწევადი, რათა მოსწავლემ დავალების პირობის გაცნობისთანავე არ მიიჩნიოს, რომ ის ამას ვერ შეძლებს. გარდა ამისა, სასურველია, დავალების მიცემამდე მოსწავლეებს შესთავაზოთ ნიმუშიც, რათა უკეთ გაიაზრონ, როგორ უნდა შეასრულონ სამუშაო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით