მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N133 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
სკოლაში ღონისძიების გარეშე, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესაც არ ჩაუვლია. ამ დღემ მე-2 და მე-6 კლასების მოსწავლეები გააერთიანა.
ღონისძიების - „წიგნებით შევიმეცნებთ სამყაროს“ მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და მისი მნიშვნელობის გაცნობიერება იყო. მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები შეასრულეს - რ.ინანიშვილისა და შ. ასანიშვილის მოთხრობები საჯაროდ წაიკითხეს.
ბავშვებმა წაიკითხული წიგნები განიხილის და მათ შესახებ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს. მათ ასევე მოთხრობები საკუთარი ფანტაზიითა და წარმოსახვით გააგრძელეს.
მე-2 და მე-6 კლასების მოსწავლეები ასევე აღნიშნულ დღეს ბიბლიოთეკაშიც იმყოფებოდნენ. ისინი წიგნებით სარგებლობის წესებს გაეცნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა წიგნის სამყაროში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგეს.
„მადლობა ჩვენს უსაყვარლეს პატარებს და ყოჩაღ ნატალი მასწავლებელს უზომოდ დიდი წარმატება მათ!“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
ილია მაზანაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი 42 კგ წონით კატეგორიაში