მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N13 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას და შესაბამისად საქართველოს ისტორიის სიღრმისეულად სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა.
სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ნორჩ ისტორიკოსთა კლუბი „მემატიანე“.
კლუბმა 8 თებერვალს გამართა ღირსი მეფის დავით აღმაშენებლის ხსენებისა და მეფედ კურთხევიდან 934 წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა - „ნიკოფსიითგან დარუბანდამდე“.
შეხვედრის ფარგლებში მე- 8, მე-9,მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა, კლუბ „მემატიანეს“ წევრებმა, წარმოადგინეს დიდი მეფის მოღვაწეობის დროინდელი ისტორიული ფაქტები.
მხატვრულად წაიკითხეს ანა კალანდაძის ლექსი - „ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან“. ზ.ნანობაშვილის - „ძლევავ საკვირველო-დავით“. მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს არსენ იყალთოელის -„დავით აღმაშენებლის ეპიტაფია“. მოზარდებმა დოკუმენტური ფილმიდან - „ძლევაი საკვირველი“ ფრაგმენტებიც ნახეს. დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა გოგი დოლიძის სიმღერა - „აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს