სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს კლასის საათი მიეძღვნა
09-02-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ისინი მოსწავლეებს საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში მე-5 კლასის დამრიგებელმა, ისტორიის მასწავლებელმა ლალი რობაქიძემ, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, კლასის საათი თემაზე - „მეფე დავით აღმაშენებელი“ ჩაატარა.

მასწავლებელმა მოსწავალეებს დავით აღმაშენებლის ეპოქა - დავითის განხორციელებული კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა გააცნო.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კლასში, პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ დისკუსია გაიმართა. მოსწავლეებმა იმსჯელეს დავით აღმაშენებელის გატარებული რეფორმებისა და ღონისძიებების შესახებ, რამაც საფუძველი ჩაუყარა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ძლიერებას.

მოსწავლეებმა შეაფასეს დავითის მმართველობა. მათ ქვეყნის განვითარებაში პიროვნების როლი და მნიშვნელობა გააცნობიერეს.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს, თავისი ისტორიის მანძილზე არაერთი სახელგანთქმული მეფე ჰყოლია. მათ დიდებულ მეფეთა შორის დავით IV გამოარჩიეს, რომელსაც ქართველმა ერმა აღმაშენებელი უწოდა, რადგან დავითის სახელს უკავშირდება ქვეყნის აღმშენებლობა, გაერთიანება.

ბავშვებმა გაიხსენეს მეფის დიდი საბრძოლო გამარჯვებები - „ძლევაი საკვირველი“- დიდგორის ბრძოლა.

„მეფე დავითის ღვაწლი სახელმწიფოებრივი მშენებლობის საქმეში უდიდესია. ჩვენ გვახსოვს დავით აღმაშენებელი და მის მიერ განვლილი გზა სამშობლოს კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება