მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N136 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან პროექტებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში რთავენ და მათ ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებას ცდილობენ.
8 თებერვალს, თემის - „ჯანსაღი კბილების“ გავლისას „მე და საზოგადოების“ პედაგოგმა, მაკა კაციტაძემ მე-3ა კლასში განახორციელა სასწავლო პროექტი „კანფეტები“.
პროექტზე მუშაობის დროს ბავშვებმა გააცნობიერეს, თუ რა სასარგებლო და ზიანის მომტანი თვისებები აქვს კანფეტებს და რა შედეგები მოსდევს ბევრი ტკბილეულის ჭამას.
მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა, გაიგეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კბილები. შეაგროვეს ინფორმაცია კანფეტების ისტორიაზე, შექმნეს კითხვარი და კლასში მოსწავლეთა გამოკითხვა ჩაატარეს, ბავშვებმა ასევე მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი გააკეთეს და ცხრილის სახით წარმოადგინეს. მესამეკლასელებმა შექმნეს პრეზენტაციებიც.
ბავშვებმა იმუშავეს, როგორც ინდივიდუალურად და ისე ჯგუფურად.
პროექტის წარმატებული შედეგი ნათლად გამოჩნდა მოსწავლეების მიერ შექმნილ საბოლოო პოსტერებში, სადაც მოუწოდებდნენ ერთმანეთს, ნაკლები რაოდენობის კანფეტების ჭამისკენ, რათა ჯანსაღი კბილები ჰქონდეთ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
ილია მაზანაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი 42 კგ წონით კატეგორიაში