სიახლეები
სკოლები

„დავიცვათ, მოვუფრთხილდეთ და გავამწვანოთ ბუნება!“ - მარნეულის N3 სკოლის მასწავლებელმა, ლეილა ნამაზოვამ  მოსწავლეებს საინტერესო პროექტი შესთავაზა
09-02-2023
-
+


მარნეულის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოწოდებულნი არიან მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ და ამ მიზნით მოზარდებს მრავალფეროვან პროექტებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში რთავენ.

მათ შორისაა, სოციალური პროექტი - „დავიცვათ, მოვუფრთხილდეთ და გავამწვანოთ ბუნება!“, რომელიც მე-12 კლასის მოსწავლეებს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა ლეილა ნამაზოვამ შესთავაზა. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და წარმტაცი აღმოჩნდა. პროექტის შესახებ პედაგოგი თავად გვიყვება:

„2022-23 სასწავლო წლის დასაწყისში მე-12 კლასის მოსწავლეებს შევთავაზე სოციალურ პროექტში - „დავიცვათ, მოვუფრთხილდეთ და გავამწვანოთ ბუნება!“ ჩართვა. პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეები დიდი მოტივაციითა და ინტერესით შეხვდნენ ჩემს წამოწყებას და ერთად შევჯერდით პროექტის სახელწოდებაზე. პროექტში ჩართვის სურვილი ყოველმა მათგანმა გამოთქვა, აქტივობებიც მათთან ერთად გავწერე. ამის შემდეგ მოვიწვიე მოსწავლეთა მშობლები და მივიღე მათგან წერილობითი თანხმობა, რომ არ აქვთ რაიმე შენიშვნა ან/და პრეტენზია პროექტში ბავშვების მონაწილეობასთან დაკავშირებით.

მოსწავლეებმა გაინაწილეს ფუნქციური როლები და დაიწყეს აქტივობების განხორციელება. მე, როგორც პროექტის ხელმძღვანელი თითოეული აქტივობის დროს ვუწევდი ფასილიტაციას...

მოსწავლეებმა გაიაზრეს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს გარემოსდაცვით ღნისძიებებს, პროექტმა საშუალება მისცა მათ ნათლად დაენახათ და გაეანალიზებინათ ადამიანის ვერაგი დამოკიდებულება ბუნებას თუ როგორ აზიანებს.

მოსწავლეები შეხვდნენ სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს, ინტერვიუ აიღეს ქალაქის მოსახლეობისგან, სკოლის ეზოში დარგეს ხეები, სკოლის მიმდებარე ტერეტორიაზე დასუფთავების აქცია ჩაატარეს, ასევე დაწყებითი კლასის მოსწავლეებს აჩვენეს მაგალითი - თუ როგორ უნდა დაიცვან ბუნება. პროექტის დასრურების შემდეგ სკოლაში გამართეს შემაჯამაბელი შეხვედრა, აქაც ჩართეს სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები და მათ აჩვენეს - თუ რა ღონისძებები განახორციელეს პროექტის ფარგლებში“,- აღნიშნავს ლეილა ნამაზოვა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სეტყვა, ქარი, ელჭექი... - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება