მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლი უკვე 16 000-სს აჭარბებს. 62 000-ზე მეტი დაშავებული, 6000-ზე მეტი დანგრეული შენობა და ჯამში 13 მილიონზე მეტი დაზარალებული - ასეთია სტიქიის ბოლო სტატისტიკა. ტრაგედია კი თურქეთში 6 თებერვალს, გამთენიისას დატრიალდა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დაჩქარების მიზნით, თურქეთმა დაზარალებულ პროვინციებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყანაში გაუქმებულია ყველა გასართობი და სპორტული ღონისძიება. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.
სააგენტო „ანადოლუ“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი კაჰრამანმარაშის პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გაზიანთელის მახლობლად დაფიქსირდა.
მიწისძვრამ დააზარალა ქალაქები რომლებიც მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში.
თურქეთს მეგობარი ქვეყნები როგორც ჰუმანიტარული დახმარებით ასევე სამაშველო ჯგუფებით ეხმარებიან. პენტაგონის სპიკერის, განცხადებით, მათი სამძებრო-სამაშველო ჯგუფები გადაყვანილია ხმელთაშუა ზღვაში, საჭიროების შემთხვევაში თურქეთის დასახმარებლად.
სირიას კი ევროკავშირი 3.5 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას გაუგზავნის. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ბრიუსელში მას შემდეგ მიიღეს, რაც გაერთიანებას დახმარების თხოვნით სირიამ ოფიციალურად მიმართა.
საქართველოდან სამაშველო ჯგუფი თურქეთში უკვე ჩავიდა, ოფიციალური წყაროებით, ნანგრევებში მოყოლილი ჩვენი ორი მოქალაქე ჯერჯერობით ვერ იპოვეს, 2 გარდაცვლილია.
„ეტალონის“ გუნდი თანაგრძნობას უცხადებს ორივე ქვეყანასა და გარდაცვლილთა ოჯახებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კიდევ ვინ მიიღებს ფულადი ჯილდოს
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს