სიახლეები
სკოლები

ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე საინტერესოდ აღინიშნა 
10-02-2023
-
+


ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში, დირექტორ მიხეილ ხალვაშის ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას და საქართველოს ისტორიის სიღმისეულ სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა. 

8 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს, სკოლას არც ამჯერად გამორჩენია მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა.

როგორც სკოლის წარმომადგენელი მანანა შაინიძე გვიყვება, საინტერესო პრეზენტაციის საშუალებით, ტექნოლოგიების გამოყენებით და საკუთარი ხელით შექმნილი ნახატებითა თუ რესურსებით განსაკუთრებით მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები გამოირჩეოდნენ.  მათ ასევე აღნიშნეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, კერძოდ, 1918 წლის 8 თებერვალს (ძვ.წ.ა. 26 იანვარს) ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით კავკასიაში პირველი უნივერსიტეტის გაიხსნა. ამ ღირსშესანიშნავი თარიღიდან 105 წელი გავიდა. ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ამასთან დაკავშირებით მოამზადეს და წარმოადგინეს პრეზენტაცია.

პრეზენტატორებმა - ანუკი გორგილაძემ, ლიზი შაინიძემ, ნინი სურმანიძემ, გიორგი ანანიძემ და ქეთევან ჩხარტიშვილმა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის კიდევ უფრო საინტერესო გახადეს გაკვეთილი. ლიზი სურმანიძემ თავისი ფანტაზიური ნიჭის გამოყენებით, გააცოცხლა დიდებული დავით აღმაშენებელი და შედევრით გააოცა თანასკოლელები.

„მადლობა მოსწავლეებს და მადლობა სკოლის მასწავლებლებს, რომელთა ძალისხმევითაც ისტორიისადმი სიყვარული დღითიდღე უძლიერდებათ თაობებს, ასევე უმაღლდებათ მოტივაცია და პატივისცემითა და სიყვარულით იხსენებენ წინაპართა ღვაწლს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

მოსწავლეთა საგნის მასწავლებლები არიან - შოთა ქათამაძე და ციური დავითაძე, კლასის ხელმძღვანელი კი ინგა კვაჭაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აკრძალვა, რომელიც საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას ეხება - ბრძანება

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის (MIA)  გამარჯვებული გუნდი “Terra Tech”ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლიდან დაბრუნდა

თითოეულ გამარჯვებულ პედაგოგს 250 ლარიანი თაიგული გადაეცემა - მასწავლებელთა ეროვნული პრემიის ცერემონიალი ნახევარ მილიონზე მეტი დაჯდება

ვადა 1-ელ ოქტომბრამდე განისაზღვრა - მინისტრის ბრძანებით, ვის ეხება დისტანციური სწავლება

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება