სიახლეები
სკოლები

„ტრადიციები და რიტუალები საქართველოში“ - თბილისის N208 სკოლის პედაგოგისა და მეოთხეკლასელების შთამბეჭდავი პროექტი
10-02-2023
-
+


თბილისის N208 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ქვეყნის ისტორიასა და კულტურას ადრეული ასკიდანვე აცნობენ. ამ მიზნით მასწავლებელბი მათ საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც კლასის თითოეული წევრი აქტიურად ერთვება.

ამჯერად, სკოლაში, IV1 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ირმა ლომიძის ხელმძღვანელობით, პროექტზე - „ტრადიციები და რიტუალები“ დიდი მოდნომებით იმუშავეს.

კლასში, მოსწავლეები ჯგუფებად დაიყვნენ და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს, სადაც საკუთარი ოჯახების ტრადიციებსა და რიტუალებზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა ასევე კედლის გაზეთიც შექმნეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად გამოავლინეს. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ხელოვნების მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაშიც მონაწილეობდნენ, სადაც ქვეყნის ტრადიციების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.

„პროექტის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს შეძლებოდათ გაერჩიათ ტრადიციები, რომლებიც კულტურის ნაწილია და ტრადიციები, რომლებსაც ფასეულობა არ გააჩნიათ“, - აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის მეშვეობით მოსწავლეებს ეცოდინებათ ოჯახური ტრადიციების პატივისცემა. მათ ასევე სოციალურ-კულტურული, მოქალაქეობრივი და უსაფრთხოების შესახებ ცნობიერება ჩამოუყალიბდებათ.

პროექტზე მუშაობის პროცესი ბავშვებისთვის საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

მსგავსი პროექტები მოსწავლეთა განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი საკუთარი ქვეყნის ტრადიციების შესახებ საჭირო ინფორმაციასა და ცოდნას იღებენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აკრძალვა, რომელიც საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას ეხება - ბრძანება

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის (MIA)  გამარჯვებული გუნდი “Terra Tech”ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლიდან დაბრუნდა

თითოეულ გამარჯვებულ პედაგოგს 250 ლარიანი თაიგული გადაეცემა - მასწავლებელთა ეროვნული პრემიის ცერემონიალი ნახევარ მილიონზე მეტი დაჯდება

ვადა 1-ელ ოქტომბრამდე განისაზღვრა - მინისტრის ბრძანებით, ვის ეხება დისტანციური სწავლება

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება