სიახლეები
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
10-02-2023
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებასა და შესაბამისად საქართველოს ისტორიის სიღრმისეულ სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

8 თებერვალს, ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე- 8 კლასელებმა, დამრიგებელისა და ისტორიის პედაგოგის ნანა მაისურაძის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს სახელოვანი მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.

ღონისძიებას წინ კომპლექსური დავალება უძღოდა, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა დავით IV-ის პოლიტიკური, სამხედრო და კულტურული საქმიანობის შესახებ.

„ყველაფერი დავით აღმაშენებელზე“ - სწორედ ამ თემაზე გაიმართა კონკურსი, სადაც ჯგუფებად დაყოფილ მონაწილეებს უნდა გამოევლინათ ცოდნა დიდი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ერთმანეთს ცვლიდა კითხვებზე პასუხები, დავით მეფის სამხედრო, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი საქმიანობის ქრონოლოგიური დალაგება, მოწინააღმდეგე გუნდების დასმულ შეკითხვებზე ლიდერების მიერ პასუხის გაცემა, რებუსების ამოხსნა და სხვა.

გუნდები პასუხისმგებლობით, დიდი მონდომებით ასრულებდნენ შეთავაზებულ დავალებებს. ბოლოს, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი და დასახელდა წარმატებული ლიდერი.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აკრძალვა, რომელიც საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას ეხება - ბრძანება

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის (MIA)  გამარჯვებული გუნდი “Terra Tech”ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლიდან დაბრუნდა

თითოეულ გამარჯვებულ პედაგოგს 250 ლარიანი თაიგული გადაეცემა - მასწავლებელთა ეროვნული პრემიის ცერემონიალი ნახევარ მილიონზე მეტი დაჯდება

ვადა 1-ელ ოქტომბრამდე განისაზღვრა - მინისტრის ბრძანებით, ვის ეხება დისტანციური სწავლება

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება