სიახლეები
სკოლები

ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის საქმეში წვლილი შეიტანეს
13-02-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად სკოლაში ხალისით აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.

ღონისძიებაში მთელი სკოლა სიხარულით მონაწილეობდა. ბავშვებს ნაწარმოებების შერჩევაში დაეხმარნენ ქართულის, სომხურისა და რუსულის მასწავლებლები.

მოსწავლეებმა გამომეტყველებით წაიკითხეს ნაწყვეტები ცნობილი ქართველი, სომეხი და რუსი მწერლების შემოქმედებიდან ქართულ, სომხურ და რუსულ ენაზე და თანატოლებს წიგნის კითხვისკენ მოუწოდეს.

მოსწავლეებმა ქართულ ენაზე წაიკითხეს ამონარიდები ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებიდან“ და წარმოადგინეს წაკითხული მონაკვეთის შესაბამისი ნახატი, თავიანთი ხედვა ნაწყვეტის შესახებ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აკრძალვა, რომელიც საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას ეხება - ბრძანება

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის (MIA)  გამარჯვებული გუნდი “Terra Tech”ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლიდან დაბრუნდა

თითოეულ გამარჯვებულ პედაგოგს 250 ლარიანი თაიგული გადაეცემა - მასწავლებელთა ეროვნული პრემიის ცერემონიალი ნახევარ მილიონზე მეტი დაჯდება

ვადა 1-ელ ოქტომბრამდე განისაზღვრა - მინისტრის ბრძანებით, ვის ეხება დისტანციური სწავლება

ახალი სტანდარტის ინდიკატორები - რა წერია ჩარჩო-დოკუმენტში

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

სკოლაში ახალგაზრდას ულოცავენ წარმატებას, უსურვებენ საინტერესო, შემეცნებით და პროდუქტიულ სტუდენტობას 

სკოლა 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებებს ულოცავს




საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება