მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფირების წესში ცვლილება შევიდა. დოკუმენტის თანახმად, მოხდება დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების გრიფირება, ამჟამად მოქმედ სახელმძღვანელოებს კი შეუწყდებათ გრიფი.
„ეროვნული სასწავლო გეგმით დამტკიცებული დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტების საფუძველზე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები სასწავლო პროცესში გამოყენებულ იქნეს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 8 ნოემბრის №119/ნ ბრძანებით დამტკიცებული დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტების საფუძველზე დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ მომენტიდან ეროვნული სასწავლო გეგმით დამტკიცებული დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარატების საფუძველზე გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს შეუწყდეთ გრიფის მოქმედების ვადა“, - აღნიშნულია ბრძანებაში.
გამონაკლისია მხოლოდ იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ პირველი კლასისთვის - აღნიშნულ სახელმძღანელოს „გრიფის მოქმედების ვადა გაუგრძელდეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე სახელმძღვანელოს/სერიის შემუშავების მიზნით შექმნილი სპეციალიზებული კომისიის მიერ იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით შედგენილი I კლასის სახელმძღვანელოს – „დედაენის“ განახლებული ვერსიისთვის სამინისტროს მიერ გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ სასწავლო წლის დაწყებამდე“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას