სიახლეები
სიახლეები, სხვა სიახლეები, საინტერესო

როგორ აღნიშნავენ ვალენტინობას სკოლებში საზღვარგარეთ? 
13-02-2023
-
+


14 თებერვალს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვალენტინობა აღინიშნება. მას სხვანაირად სიყვარულის დღესაც უწოდებენ. ამ დღეს, როგორც წესი, შეყვარებული ადამიანები ერთად ატარებენ, საჩუქრებს ჩუქნიან და ულოცავენ.

ვალენტინობას მოსწავლეებიც აღნიშნავენ. საზღვარგარეთ, სკოლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ეწყობა. ზოგი უფრო დატვირთულია, ზოგიც საკლასო სივრცეს არ სცდება.

გთავაზობთ ინფორმაციას, თუ როგორ აღნიშნავენ სკოლის მოსწავლეები სიყვარულის დღეს.

აქტივობები თუ ღონისძიებები უმეტესწილად მასწავლებლების ხელმძღვანელობით იმართება. შესაძლოა, მოსწავლეებმა ფლეშმობი, სხვადასხვა კონკურსი ან კვირეული გამართონ.

სკოლაში ვალენტინობის დღის კარაოკეც კი ეწყობა. პედაგოგი სიყვარულზე შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის სიმღერას არჩევს, შემდეგ მათ მოსწავლეები ინდივიდუალურად ან გუნდურად ასრულებენ. ეს აქტივობა ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისოა. მით უმეტეს მაშინ, თუ ისინი სიმღერების შერჩევაშიც მონაწილეობენ. ხშირად კარაოკეს მასწავლებლებიც აჰყვებიან ხოლმე.

მოსწავლეები ამ დღეს ბარათებს, მისალოც წერილებსა და ნახატებს უძღვნიან. ისინი ბარათებს გულებითა და წითელი საღებავით აფორმებენ. შემდეგ კი თავიანთი ემოციების შესახებ წერენ. მოსწავლეები ნახატებისა და ტექსტის საშუალებით გამოხატავენ, თუ როგორ ესმით სიყვარული, რას ნიშნავს მათთვის და ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ აისახება.

არის შემთხვევები, როდესაც მათ მასწავლებელი ლექსის დაწერას ავალებს. შემდეგ შეიძლება ეს ლექსები კლასში, სურვილისამებრ, წაიკითხონ.

გარდა ამისა, იმართება სხვადასხვა კონკურსი. მაგალითად, საკლასო ოთახი ვის უფრო კარგად ექნება მორთული. ასევე, მოსწავლეები თემატურ ნამუშევრებს - აპლიკაციებს შეჯიბრისთვის ამზადებენ.

დამრიგებლები მოსწავლეებს ავალებენ, რომ თითოეულ თანაკლასელზე დაწერონ ის, რის გამოც უყვართ. გარდა ვალენტინობის აღნიშვნისა, ასე კლასს ერთ გუნდად კრავენ.

მოსწავლეები თემატურ წიგნებს კითხულობენ, შემდეგ განიხილავენ და დისკუსიას აწყობენ. საუბრობენ იმ ლიტერატურულ გმირებზე, რომლებიც შეყვარებულები იყვნენ და მათ ნაბიჯებს აფასებენ. ასევე, მრავალფეროვან პოსტერებს ამზადებენ და რასაკვირველია, გულებით აფორმებენ.

აღსანიშნავია, რომ სიყვარულის დღედ წოდებული დღესასწაული პირველად ინგლისში 1835 წელს აღინიშნა, 1847 წლიდან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ პოპულარულ დღესასწაულად იქცა. სწორედ იმ პერიოდში გამოჩნდა მოსალოცი ბარათები რომანტიკური შინაარსის წარწერით, რომელზეც ანგელოზი, გული ან კუპიდონი იყო გამოსახული.

წმინდა ვალენტინის დღე მესამე საუკუნის მოწამეს, წმინდა ვალენტინს უკავშირდება. იგი რომის იმპერიაში ადრეულ ქრისტიანებს ჯვარს წერდა, 270 წლის 14 თებერვალს კი მას თავი მოკვეთეს. არსებობს ლეგენდა, რომ საპყრობილეში ყოფნისას წმინდა ვალენტინმა უსინათლო გოგოს მხედველობა დაუბრუნა, მოგვიანებით კი მას წერილი გაუგზავნა წარწერით „შენი ვალენტინი“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება