სიახლეები
სიახლეები

„2023 - პანდემიის ბოლო წელი იქნება... “
14-02-2023
-
+


იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თებერვალ-მარტში კორონავირუსის შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი, თუმცა ახალი შტამი მიმდინარეობის სიმძიმით არ გამოირჩევა, თუმცა გადადების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება, რის გამოც ჯანმო-მ პანდემიის დასრულების დეკლარირებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა.

„კორონავირუსის შედარებით ახალი მუტაცია არის ე.წ. XBB.1.5 [„კრაკენი“], რომელიც 2022 წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა პირველად და არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე გადამდები აღმოჩნდა, რამაც ამერიკაშიც, ევროპაში და საქართველოში შემთხვევების მატება გამოიწვია. ამ ვარიანტის გადამდებობიდან გამომდინარე, ჯანმო-ს და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრებს აქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება ამ ვარიანტის უკან იდგეს შემთხვევების მკვეთრი მატება, როგორც 2022 წლის ზაფხულში იყო. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ეს ვარიანტი მიმდინარეობის სიმძიმით არ გამოირჩევა, არ იწვევს ქვემო სასუნთქი გზების დაზიანებას და ლეტალობა ნაკლებია, რისკ ჯგუფებისთვის, შესაძლოა, მაინც აღმოჩნდეს გართულებების გამომწვევი. ამის გამო ჯანმო-მ თავი შეიკავა პანდემიის დასრულების დეკლარირებისგან.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ერთ-ერთი ბოლო მუტაცია, რომელმაც შეიძლება შემთხვევების მატება გამოიწვიოს, დიდია მოლოდინი, რომ 2023 წელი პანდემიის ბოლო წელი იქნება. ამავდროულად ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ მომდევნო პერიოდში, თებერვალ-მარტში იქნება კორონავირუსის შემთხვევების მატება, ახალი ტალღა, ამის უკან იქნება სწორედ ეს ახალი მუტაცია იქნება. მოსალოდნელია ინფიცირების შემთხვევების და არა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მატება“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ჩხაიძის რეკომენდაციით, „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამის პრევენციისთვის ყველაზე ეფექტიან საშუალებად კვლავ ვაქცინაცია რჩება.

„რისკ ჯგუფებისთვის ვაქცინაციის საკითხი დღემდე აქტუალური რჩება. არ არსებობს არცერთი სხვა ეფექტიანი ღონისძიება კორონავირუსის პრევენციისთვის ვაქცინაციის გარდა. საუბარია ვაქცინების მე-3 და მე-4 დოზაზე, რაც „ომიკრონის“ წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიან შესაძლებლობად რჩება. ამიტომ რისკ ჯგუფებისთვის - 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის, ორსულებისთვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ვისაც ვაქცინაციის ორი დოზა აქვს ჩატარებული, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება მე-3 და მე-4 დოზის გაკეთება“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება