მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ფოთში, ძლიერმა ქარმა, ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლას სახურავის ნაწილი გადახადა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის გოჩა ქორქიას განცხადებით, სკოლის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, გაცდენილი დღეები შაბათის მეცადინეობის ხარჯზე ანაზღაურდება. ქორქიას განცხადებით, ყველა ზომა ტარდება იმისათვის, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოება იყოს დაცული და სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად დაიწყოს.
„ძლიერი ქარის გამო, ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის სახურავის გარკვეული ნაწილი გადმოვარდა სკოლის ტერიტორიაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ქარი ძლიერდებოდა და შესაძლებელი იყო სახურავის დარჩენილი ნაწილის დაზიანებაც, სკოლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით. ფოთის მუნიციპალიტეტის სპეციალურმა სამსახურმა სკოლის ტერიტორია დაასუფთავა გადმოვარდნილი სახურავის ნაწილისაგან. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, განათლებისა და მეცნიერების საგანმანათლებლო სამინისტროსთან უშუალო შეთანხმებით, სკოლა მიიღებს გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ყველა გაცდენილი დღე იქნება აღდგენილი შაბათის მეცადინეობების ხარჯზე. ჩვენი ქალაქის სხვა სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, - განაცხადა გოჩა ქორქიამ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა