სიახლეები
სიახლეები

დასაშვებია თუ არა მოსწავლის 1 და 2 ქულით შეფასება?
05-03-2023
-
+


მასწავლებლები სკოლაში ორნაირ შეფასებას იყენებენ: განმავითარებელსა და განმსაზღვრელს.

განმსაზღვრელი შეფასებისას მოსწავლეები ქულებით ფასდებიან. ამგვარი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით.

შეფასების დონეები და შესაბამისი ქულები შემდეგია:

მაღალი - 9 და 10 ქულა;

საშუალოზე მაღალი - 7 და 8 ქულა;

საშუალო - 5 და 6 ქულა;

საშუალოზე დაბალი - 3 და 4 ქულა;

დაბალი - 1 და 2 ქულა.

მასწავლებლები შეფასებისას, ძირითადად, იყენებენ სამ დონეს და მოსწავლეებს, უმეტესად, 5, 6, 7, 8, 9 და 10 ქულით აფასებენ.

დასაშვებია თუ არა მოსწავლის 1 და 2 ქულით შეფასება? როდის აქვს მასწავლებელს უფლება, რომ მოსწავლე ათქულიანი სისტემის ყველაზე დაბალი ქულებით შეაფასოს?

ეროვნულ სასწავლო გეგმაში განმარტებულია, რომ V კლასის მეორე სემესტრიდან და VI-XII კლასებში პედაგოგმა განმავითარებელთან ერთად და განმსაზღვრელი შეფასება უნდა გამოიყენოს. მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა - 10. დოკუმენტიდან გამომდინარე, თუ პედაგოგი მიიჩნევს, რომ მოსწავლე ვერ ძლევს პროგრამას და ის შეფასების ყველაზე დაბალ დონეზე იმყოფება, ასეთ შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლე 1 და 2 ქულით შეაფასოს.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელს V კლასის მეორე სემესტრსა და VI კლასში განმსაზღვრელი შეფასება შეუძლია, დაწეროს მიმდინარე საკლასო და შემაჯამებელ დავალებაში. რაც შეეხება საბაზო და საშუალო საფეხურს, აქ განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება დაშვებულია როგორც საკლასო და შემაჯამებელი დავალებისას, ასევე მიმდინარე საშინაო დავალების დროს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება