სიახლეები
სიახლეები

ლიდერობის განვითარებასა და კონსულტირებაში ტრენინგები ჩატარდა - დეტალები
14-02-2023
-
+


ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის (STATPED) წარმომადგენლებმა მორიგი ტრენინგები ჩაატარეს ლიდერობის განვითარებასა და კონსულტირებაში იმ სპეციალისტებისა და მმართველი რგოლის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც პასუხიმსგებელნი არიან საქართველოში ინკლუზიური განათლების ახალი მხარდამჭერი სისტემის დანერგვასა და მის შემდგომ უზრუნველყოფაზე.

ლიდერობის განვითარების ტრენინგს მმართველი რგოლის ოცამდე წარმომადგენელი, ხოლო კონსულტირების ტრენინგს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სხვადასხვა მომსახურების 80-ზე მეტი სპეციალისტი დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურიდან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან და  რესურსსკოლებიდან.

ტრენინგის წამყვანებსა და მონაწილეებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე და სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი შეხვდნენ და მათ წარმატებული მუშაობა უსურვეს.

ლიდერობის და კონსულტირების განვითარების ტრენინგები  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და  ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნულ სამსახურს (STATPED) შორის გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში ტარდება. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ეროვნული ინკლუზიური განათლების სისტემის გაძლიერებას და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ინკლუზიური განათლების ახალი მხარდამჭერი მომსახურების დაფუძნებას. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება