სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

10 მეთოდი, რომლითაც მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას გაზრდით
15-02-2023
-
+


სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა ჩართულობის შენარჩუნება მასწავლებლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს უფრო რთული მაშინ ხდება, როდესაც არდადეგები ან დღესასწაულები ახლოვდება.

შეიძლება ნებისმიერი პედაგოგი აღმოჩნდეს მდგომარეობაში, როდესაც მოსწავლეებს ვერ აინტერესებს, ისინი არ უსმენენ და მათი გონება სულ სხვაგანაა. ამ დროს, ბავშვებს მასწავლებლის ნათქვამი არც ერთი სიტყვა ესმით. ამის გამოსასწორებლად პედაგოგები სხვადასხვა მიდგომას იყენებენ. მოვიძიეთ ინფორმაცია და გთავაზობთ, ექსპერტის მოსაზრებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უზრუნველყოთ გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობა.

ის საუბრობს ტოპ 10 მიდგომაზე, რაც ნამდვილად დაგეხმარებათ.

ახალი რაღაცები ერთად აღმოაჩინეთ - ორივე მხარისთვის ბევრად უფრო სახალისოა, როდესაც მოსწავლეები და მასწავლებლები რაღაც ახალს ერთად სწავლობენ;

გაკვეთილი ინტერაქციული გახადეთ – თუ გსურთ, რომ თქვენი მოსწავლეები დაინტერესდნენ იმით, რასაც ასწავლით, გაკვეთილი ინტერაქციული უნდა იყოს. მათ აზრის გამოთქმის საშუალება უნდა ჰქონდეთ;

გაკვეთილის მიმდინარეობაში რაღაც საიდუმლო ჩადეთ - მოსწავლეებს უთხარით, რომ იმ თემაზე, რომელზეც საუბრობთ საიდუმლო არსებობს. მოიძიეთ ინფორმაცია და ისეთი ცნობები მიაწოდეთ, რაც მათ გააკვირვებთ;

იყავით მხიარული და ზრუნვა გამოიჩნეთ - როდესაც გაცინება გინდათ, გაიცინიეთ. ნუ შეგეშინდებათ თქვენი ავტორიტეტის გამო, რადგან მსგავსი მასწავლებლები მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ;

პროექტებში მონაწილეობა აქტიურად მიიღეთ - იმისთვის, რომ სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა ჩართულობა უზრუნველყოთ, საჭიროა, აქტივობებსა და პროექტებში თავადაც ჩაერთოთ. შემდეგ კი მოსწავლეებიც დააინტერესოთ;

არ შეუშინდეთ სიახლეებს - შეეცადეთ ისეთი მასწავლებელი იყოთ, რომელიც სიახლეებს ეძებს და ნერგავს. თუ არ გარისკავთ, ვერასოდეს გაიგებთ გამოგივიდოდათ თუ არა. ამას მოსწავლეები ნამდვილად დააფასებენ;

მოსწავლეებს თქვენი გატაცებები გაუზიარეთ - გაკვეთილების ჩატარების პარალელურად, მოსწავლეებს საკუთარ გამოცდილებაზე, გატაცებებზე ესაუბრეთ. ეს შეიძლება მათთვის ინსპირაცია იყოს;

გაიცინეთ თქვენი მოსწავლეების ხუმრობებეზე - თუ მოსწავლემ კარგად იხუმრა, გაცინება ნუ მოგერიდებათ. ეს საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ;

გაკვეთილი დისკუსიის ფორმატში წარმართეთ - პედაგოგი როდესაც მონოტონურია, მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობა ნაკლებია. ამიტომაც პროცესში ისინიც ჩართეთ, მათი აზრი მოისმინეთ;

აქტიურად გამოიყენეთ ტექნოლოგიები - გაკვეთილი ბევრად უფრო საინტერესოა მაშინ, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებთ. მით უმეტეს, რომ თანამედროვე სამყარო და ახალგაზრდები, მეტწილად, მათზე არიან დამოკიდებული.

მოსწავლეების ყურადღების შენარჩუნება ყოველთვის მარტივი არ არის და ხშირად, გაკვეთილში ჩართულობის გასაზრდელად მასწავლებლებს დიდი შრომის გაწევა უწევთ. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება