მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ბაღების რეგისტრაცია დაიწყო.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესში“ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმეებს, რომლებიც ახორციელებენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას და რომელთაც სურთ ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, აქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.
რეგისტრაციის ბაზა გახსნილია და დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე
https://preschoolregistration.emis.ge
„რეგისტრაციის გავლა მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული წარმოადგენს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების კანონისმიერ საფუძველს.
დამატებით გაცნობებთ, რომ რეგისტრაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ტრენინგი ჩატარდება ხვალ, 15 თებერვალს 11:00 საათზე ელექტრონულად პლატფორმა Teams-ის გამოყენებით“, - აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.
ტრენინგზე დასასწრები ბმული:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა