მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პირებზე, რომლებიც საშუალო საფეხურის სასწავლო პროგრამას ექსტერნატის გამოცდის საშუალებით წარჩინებით დაძლევენ, ოქროსა და ვერცხლის მედლები, შესაბამის სერტიფიკატებთან ერთად, არ გაიცემა. ამის შესახებ ეროვნულ სასწავლო გეგმაშია განმარტებული.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს იღებენ ის მოსწავლეები, რომელთა საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 - დამრგვალების გარეშე. ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს კი ის მოსწავლეები იმსახურებენ, რომელთა საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9,8 ან მეტი. რაც შეეხება ექსტერნატის ფორმით გამოცდაჩაბარებულებს, ეროვნულ სასწავლო გეგმაში წერია, რომ:
„პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალი და შესაბამისი სერტიფიკატები არ გაიცემა“.
შეგახსენებთ, რომ I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაცია 15 თებერვალს დასრულდა. გამოცდები კი 2023 წლის 20 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით ჩატარდება.
ვის შეუძლია ექსტერნატის გამოცდაზე გასვლა და რომელი საბუთების წარდგენაა საჭირო? - იხილეთ დეტალები და ინსტრუქცია
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ