სიახლეები
სკოლები

„ანაბასისელებმა“ ბულინგი ერთხმად დაგმეს - კერძო სკოლა „ანაბასისში“ საინტერესო აქტივობები განხორციელდა
15-02-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ პედაგოგები ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან და მათ როგორც საკუთარი ისე სხვისი უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან. 

წინა კვირაში, პედაგოგთა ყურადღება დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა სასკოლო ბულინგი: დეფინიცია, ინტერვენცია, პრევენცია.

„სასწავლო პროცესის ხარისხის და სკოლის ზოგადი ჩარჩოს პარალელურად, სასკოლო კლიმატის უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს მოსწავლეების ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოება, ასევე პოზიტიური ურთიერთობები სასკოლო გარემოში. შესაბამისად, ძალადობის და ბულინგის ამოცნობა და პრევენცია სკოლის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა.

ძალადობა მრავალი ფორმით გვხვდება და მას შედეგებიც განსხვავებული აქვს.

ძალადობის შესახებ ინფორმირებულობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სიტუაციის შეფასებისთვის, ბულინგის ამოცნობისა და შესაბამისად პრევენციის დაგეგმისთვის.

ადრეულ, თანმიმდევრულ და შესატყვისად შერჩეულ პრევენციას და ინტერვენციას შეუძლია ბულინგის შემცირება და მისი მძიმე შედეგების თავიდან აცილება“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც ბულინგის პრევენციის მიზნით, რამდენიმე საინტერესო აქტივობა განხორციელდა.

მოსწავლეები პრეზენტაციის დახმარებით გაეცნენ ბულინგის შესახებ ძირითად ინფორმაციას, ისაუბრეს ჩაგვრის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ;

ნახეს სასწავლო ფილმი ბულინგის თემაზე, რომლის შემდეგ გაიმართა დისკუსია. „ანაბასისელებმა“ ერთხმად დაგმეს ბულინგის ყოველგვარი ფორმით გამოვლენილი ქმედება და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საზოგადოებაში ჰარმონიული ურთიერთობებისთვის საჭიროა ყველამ დაიცვას ოქროს წესი: „ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთონ“ , „მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ“.

სასკოლო ბულინგის პრევენციის მიზნით სკოლაში სისტემატიურად განხორციელდება სხვადასხვა სახის აქტივობები.

აქტივობას პედაგოგები - ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე, ქეთი ყიფიანი ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის (MIA)  გამარჯვებული გუნდი “Terra Tech”ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლიდან დაბრუნდა

თითოეულ გამარჯვებულ პედაგოგს 250 ლარიანი თაიგული გადაეცემა - მასწავლებელთა ეროვნული პრემიის ცერემონიალი ნახევარ მილიონზე მეტი დაჯდება

ვადა 1-ელ ოქტომბრამდე განისაზღვრა - მინისტრის ბრძანებით, ვის ეხება დისტანციური სწავლება

ახალი სტანდარტის ინდიკატორები - რა წერია ჩარჩო-დოკუმენტში

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

სკოლაში ახალგაზრდას ულოცავენ წარმატებას, უსურვებენ საინტერესო, შემეცნებით და პროდუქტიულ სტუდენტობას 

სკოლა 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებებს ულოცავს




საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება