სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„ჩვენი სურვილია, მალე ენგურსგაღმა ჩავატაროთ გაკვეთილები“... - ნანა ჯალაღონია, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
17-02-2023
-
+


ჩვენი პირველი ინტერვიუდან რამდენიმე წელი გავიდა... თუმცა, კოვიდპანდემიის ფონზეც კი იმას ნატრობდა, მალე დაბრუნებულიყო მშობლიურ მხარეში... სურვილი და მიზანი ახლაც უცვლელია - საუბარი იმით დაიწყო, იმედი მაქვს, შემდეგ ინტერვიუს უკვე აფხაზეთში, მშობლიურ სკოლაში ჩავწერთ და იქ სათანადოდ გიმასპინძლებთო...

მანამდე კი, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის ხელმძღვანელს, ნანა ჯალაღონიას, კოლეგებთან ერთად, პატარა აფხაზეთი აქვე, თბილისში „მოუწყვია“ და მიუხედავად იმისა, მათმა მოსწავლეებმა ენგურსგაღმა ამბები მხოლოდ ოჯახის წევრებისგან, გადმოცემით იციან, პატარა გულებში დიდი იმედის ნაპერწკალი უღვივით, რომ აუცილებლად დაბრუნდებიან.

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში აფხაზური ენაც ისწავლება და სხვადასხვა თემატურ ღონისძიებასაც ხშირად მართავენ, ქალბატონი ნანა კი მიიჩნევს, რომ ეს თუნდაც მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია დასაახლოვებლად...

როგორია განათლების რეფორმა? ემხრობა თუ არა დირექტორების გამოცდებს? რა არის მათი მთავარი მიზანი? etaloni.ge-ს კითხვებს აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, ნანა ჯალაღონია პასუხობს:

- ქალბატონო ნანა, რადგან „ცხელი თემაა“, პირველ რიგში, დირექტორობის მსურველთა გამოცდებზე გკითხავთ... თუ ემხრობით სკოლის ხელმძღვანელთა სერტიფიცირებას?

- ვერ შევაფასებ, რადგან გამოცდაზე გასვლა არ მეკუთვნოდა... ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დირექტორების გამოცდა და ურიგო არც ის იქნებოდა, გამოცდაჩაბარებული დირექტორებისთვის დანამატიც არსებობდეს, თუმცა ზოგადად, სკოლის ხელმძღვანელობა სულ სხვა რამაა... ჩვენ ისეთ დიდ საქმეს ვეჭიდებით, თუ საკუთარი პროფესია არ გიყვარს, წინ ვერც ერთი ნაბიჯით ვერ წაიწევ. სწორედ საქმის სიყვარული განსაზღვრავს შენს დამოკიდებულებასაც.

- და რა განაპირობებს დირექტორის წარმატებას?

- იცით, მხოლოდ დირექტორი ვერ მიაღწევს წარმატებას, თუ, რა თქმა უნდა, გუნდიც არ უწყობს ხელს... ერთმუშტად შეკრული კოლექტივი, მოსწავლეები, მშობლები... ამ ადამიანების ერთიანობითა და თანამშრომლობით მიიღწევა წარმატება დირექტორისაც და სკოლისაც.

- სკოლის წარმატება ახსენეთ... არის თუ არა წარმატებულ სკოლის ერთგვარი ინდიკატორი ეროვნულებზე ბიტურიენტების შედეგები?

- ეროვნულებზე მიღებული შედეგები სკოლის წარმატების საზომი სრულად ვერ იქნება, თუმცა ერთ-ერთ განმსაზღვრელად შეიძლება მივიჩნიოთ... ეროვნულების შედეგები სკოლის უმთავრესი მიზანი ვერ იქნება!

- რა არის ვენი სკოლის მთავარი ზანი?

- სრულფასოვანი, განათლებული, კარგზე კარგი მოქალაქეების აღზრდა.

- დიდი პასუხიმგებლობაა, იყო დაკავშირებული აფხაზეთის N2 საჯარო სკოლასთან?

- მარტო პასუხისმგებლობას ვერ ვიტყოდი... ასე, არ შორდები ოჯახს, მშობლიურ მხარეს... არ მაძლევს აფახაზეთის სკოლა საშუალებას, ბოლომდე მოვწყდეთ აფხაზეთს... ეს სულ სხვა გრძნობაა, უფრო სათუთი, უფრო ძვირფასი, უფრო „შენი“...

- უკვე არაერთი თაობა გამოიცვალა. ქალბატონო ნანა, იციან ბავშვებმა აფხაზეთი? რა განწყობა აქვთ თქვენ მოსწავლეებს?

- ბუნებრივია, ჩვენთან სწავლობენ მოსწავლეები, რომლებიც თბილისში დაიბადნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბავშვებს აქვთ ინფრომაცია ოჯახებიდან, მშობლებისგან... საოცარი ისტორიებია და ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი ისე გვაქვს დაგეგმილი, იქნება ეს პროექტი, გაკვეთილი თუ სხვა აქტივობა, გვეძლევა შესაძლებლობა, მოსწავლეებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ - სად ვცხოვრობდით, როგორი იყო იქაურობა და რას ნიშნავს ჩვენთვის აფხაზეთი.

- ალბათ უკრაინის ომმა ჭრილობები განაახლა...

- მახსოვს პირველი დღე, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო... ეს არ იყო ჩვეულებრივი დღე, ყველა ფიქრებით იქ „მოგაზურობდა“, ენგურსგაღმა... სამწუხაროდ, ჩვენმა ბავშვებმა იციან ომის ისტორიები და პარალელებსაც ავლებენ. ერთ-ერთი თემატური პროექტი გვქონდა, რომელიც სამოქალაქო განათლების კლუბის მიერ გახლდათ ორგანიზებული; ასევე მივიღეთ მონაწილეობა საქველმოქმდო აქციაში, ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაში ჩვენც ჩავერთეთ და დიახ, ყველა ჭრილობა თავიდან გაიხსნა... ჩვენი სკოლის პედაგოგიური კოლექტივის უმრავლესობა სწორედ აფხაზეთიდანაა.

- რა  ნაბიჯები იდგმება ურთიერთობების დასალაგებლად და კიდევ, ენგურსგარმა თქვენს კოლეგებთან თუ გაქვთ კავშირი?

- ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სამუშო ტარდება, ბევრი რამაა დაგეგმილი და ჩემი სკოლის ფარგლებში, შემიძლია გითხრათ, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში ისწავლება აფხაზური ენა; ვდგამთ სპეტაკლებს, კიდევ ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, რაც ვფიქრობ, კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოებს აფხაზეთთან.

ჩვენს კოლეგებს რაც შეეხება, ვფიქრობ, ისინი ნამდვილი გმირები არიან! იქ, ძალიან რთულია, უერთგულო პროფესიას და ეს ადამიანები ბევრს აკეთებენ ქართული ენის დასაცავად, რასაც მოწმობს იქიდან გადმოსული მოსწავლეების მიღწევები.

- ქალბატონო ნანა, განათლების სისტემაზეც რომ ვისაუბროთ... მოგწონთ რეფორმა?

- ზოგადად, მივესალმები ყველა სიახლეს, რომელიც სამინისტრომ სასწავლო წლის დასაწყისში შემოგვთავაზა... ვფიქრობ, ეს იყო გონივრული გადაწყვეტიელბა, ჭადრაკის დანერგვა, საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლება, პროექტები...

- და კომპლექსური დავალებები, რომელბიც მშობლებისვის „ტანჯვად“ იქცა.

- სწორად დგეგემილი კომპლექსური დავალება არის ნაყოფიერი როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლებისთვის და ძალიან კარგ შედეგზე გადის; რა თქმა უნდა, დავალების შემთხვევაში, მოსწავლის შესაძლებლობები უნდა იქნეს გათვალისწინებული და ისიც მესმის, რომ ახალი ხილია, მაგრამ თუ კარგად ჩავუღრმავდებით და გონივრულად დავგეგმავთ, ესაა ძალიან კარგი საშუალება, გავიდეთ სასურველ შედეგზე

- თავად რა შედეგს ელით სასწავლო წლის ბოლოს?

- ჩემი მასწავლებლებსიგან ველოდები წინსვლას, მოსწავლეებისგან ველი წარმატებებს და ჩვენი დიდი სურვილია - მალე მშობლიურ აფხაზეთში ჩავატაროთ გაკვეთილები... 





კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება