სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

მუსიკა, ხელოვნება, სპორტი, ხაზვა - ეს საგანები, მოსწავლეებმა განსაკუთრებული მონდომებით უნდა ისწავლონ 
01-04-2023
-
+


მოსწავლეები ზოგიერთ საგანს ინტერესებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე უფრო დიდი მონდომებით სწავლობენ, ვიდრე დანარჩენებს.

ეს გასაგებიც შეიძლება იყოს, რადგან თანამედროვე სამყაროში დრო ყველაფრისთვის არ გრჩება და ახალგაზრდების ნაწილი იმაზეა ფოკუსირებული, რაც სამომავლოდ, პროფესიის არჩევისას გამოადგება. თუმცა, ბევრმა მათგანმა შეიძლება არ იცოდეს, თუ რა მნიშვნელოვანია ისეთი საგნების სწავლა, როგორც მუსიკა, ხელოვნება, სპორტი და ხაზვაა. ეს ის საგნებია, რომლების მეშვეობით მიღებული ცოდნაც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება გამოგადგეთ.

მათი მნიშვნელობის შესახებ არაერთი ექსპერტი საუბრობს, ჩვენ სწორედ ერთ-ერთის მოსაზრებას გთავაზობთ. 

მუსიკა - ეს ის საგანია, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მისი საშუალებით მოსწავლეები უამრავ საინტერესო რამეს სწავლობენ. შეიძლება ითქვას, რომ დროში მოგზაურობენ, სხვადასხვა კულტურას ეცნობიან, ინსტრუმენტებზე დაკვრას, მუსიკის წერასა და მისი ჟანრების გარჩევას სწავლობენ. ზოგადად, მუსიკა ტვინის იმ ნაწილებს ასტიმულირებს, რომლებიც ისეთ აკადემიურ მიღწევებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა კითხვა, მათემატიკა და ემოციური განვითარება. ამიტომაც მას მხოლოდ კლასგარეშე განტვირთვის საშუალებად ვერ მიიჩნევთ. გარდა ამისა, მუსიკას მეხსიერების გაუმჯობესება შეუძლია, ეს ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა. ამ საგნის სწავლით სოციალური უნარების გაუმჯობესებაც შესაძლებელია. მაგალითად, მოსწავლეები სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას სწავლობენ, გუნდში ერთიანდებიან და ჯგუფურ მუშაობას სწავლობენ. იციან, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ წევრს და პასუხისმგებლობებს ინაწილებენ, უვითარდებათ დისციპლინა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები.

ხელოვნება - ეს საგანი მოსწავლეებს შთააგონებს, სწავლის ენერგიასა და მოტივაციას სძენს. ბავშვები, ვინც მას კარგად სწავლობენ, კლასში და მის გარეთაც გამოირჩევიან. მუსიკის მსგავსად, შემოქმედებითობას ეს საგანიც აძლიერებს. მოსწავლეებს საკუთარი თავის გამოხატვისა და განვითარების მძაფრი სურვილი უჩნდებათ. ისინი კრეატიულები ხდებიან, რაც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია. ეს კი მათ ბევრ კარს გაუღებს, რადგან დღესდღეობით დამსაქმებლების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი კრეატიულ თანამშრომელს ეძებენ. ხელოვნება კრიტიკული აზროვნების უნარს აძლიერებს. გარდა ამისა, მოსწავლეები ისეთ სამყაროში აბიჯებენ, რომელიც უსასრულოა. ხელოვნება თითქმის ყველა დანარჩენ დარგს მოიცავს. ისინი სხვადასხვა კულტურასა და ხელოვანებს ეცნობიან, მეტად ემპათიურები ხდებიან და სათქმელის გადმოცემა არ უჭირთ.

სპორტი - ამ საგანში აქტიური ჩართულობა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია. პირველ რიგში, ისინი ბევრ მეგობარს იძენენ, სწავლობენ გუნდურ მუშაობას, სტრესულ სიტუაციასთან გამკლავების უნარებსა და დისციპლინას იმუშავებენ. გარდა ამისა, მათ დროის მართვა უკეთ შეუძლიათ - იციან საქმე როგორ გადაანაწილონ იმისთვის, რომ სასურველ შედეგზე გავიდნენ. ასევე იციან, როგორ იმოქმედონ, თავდაპირველად რომელი ნაბიჯის გადადგმა სჯობს და თანმიმდევრობას, თუ საჭიროა, მკაცრად იცავენ.

ხაზვა - მოტორულ უნარებს ავითარებს. მაგალითად, ბავშვის ხელებისა და თითების მცირე კუნთები ძლიერდება, ვარჯიშდება მკლავისა და მხრების კუნთებიც. განსაკუთრებული უნარი, რომელსაც ხაზვა მოსწავლეს სძენს კრეატიულობაა. ისინი კონკრეტულ ნახაზზე მუშაობისას პრობლემის გადაჭრის უამრავ გზაზე ფიქრობენ და საუკეთესოს არჩევენ. ივითარებენ ისეთ ჩვევას, როგორიც დაგეგმვაა. ნახაზზე მუშაობას გეგმით იწყებენ, იციან რა უნდა დახაზონ და რა ფორმები უნდა ჰქონდეს. მოსწავლეები ნივთებსა და საგნებს ვიზუალურად უკეთ აღიქვამენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება