ტესტირების განრიგი ცნობილია - NAEC დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
16-02-2023
დაკოპირებულია
-
+
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 8 მარტს დაიწყება. ტესტირება ჩატარდება ქ. თბილისის N122 საჯარო სკოლის შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის N42). დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომელსაც მოგაწვდით სკოლის ადმინისტრაცია.
I სესიაზე რეგისტრაცია - 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე დაიწყება. II სესიაზე რეგისტრაციის დრო 14:30 საათია, ტესტირების დაწყების დრო კი - 15:00 საათი. ეს არ ეხება რუსულ და გერმანულ ენებს. რუსულ ენაში რეგისტრაცია დაიწყება 12:30 საათზე, ხოლო გამოცდა - 13:00 საათზე. გერმანულ ენაში რეგისტრაციის დაწყების დროა 15:30 საათი, ხოლო გამოცდის - 16:00 საათი.
რეგისტრაციის დროს მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს სკოლის მიერ გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია.
განრიგი:
8 მარტი
I სესია - ქართული ენა და ლიტერატურა;
ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის;
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.