მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
არგუმენტირებული მსჯელობა ყველა აბიტურიენტს, მასწავლებელსა და სტუდენტს უნდა შეეძლოს, რომლებიც გამოცდებზე გადიან, რადგან თითოეულ მათგანს შესაბამის გამოცდაზე სხვადასხვა ტიპის ესეს წერა ევალება.
რა შეიძლება მოიყვანოთ წერის დროს არგუმენტად და რა არის დაუშვებელი? - ამის შესახებ აკადემიური წერის სახელმძღვანელოშია განმარტებული. აღნიშნული სახელმძღვანელო რეკომენდებულია იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც სტატუსის ამაღლებას გეგმავენ და წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდაზე აპირებენ გასვლას.
etaloni.ge გთავაზობთ სახელმძღვანელოდან ამონარიდს, თუ რომელი ენობრივი საშუალებების გამოყენება შეგიძლიათ თითოეული ტიპის არგუმენტის მოყვანისას, როგორი არგუმენტები ჩაგეთვლებათ ნაშრომში დადებითად და როგორი - არა.
არგუმენტი შეიძლება იყოს:
ციტატა (ზემოთ ნათქვამს/ვარაუდს ადასტურებს შემდეგი სიტყვები...; საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ფრაგმენტს ნაწარმოებიდან...; ავტორის დამოკიდებულება მჟღავნდება შემდეგ სიტყვებში...; ამაზე მიგვითითებს შემდეგი სიტყვები...; ამ ვარაუდს ადასტურებს...)
საზოგადოდ ცნობილი დებულება ან აქსიომატური ჭეშმარიტება (როგორც ცნობილია, არავინ დავობს იმის შესახებ, რომ...; საყოველთაოდ აღიარებულია, რომ...; საზოგადოდ მიღებული თვალსაზრისის თანახმად...)
სხვათა მოსაზრებები (ამ საკითხის შესახებ მეცნიერები ამტკიცებენ, რომ...; როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია ცნობილი...; სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია...)
ისტორიული ფაქტები (როგორც ცნობილია...; ისტორიდან ვიცით, რომ...; ისტორიული წყაროები გვაუწყებს...; ისტორიული მონაცემების მიხედვით...; ისტორიული გამოცდილება გვარწმუნებს...; საისტორიო წყაროების მიხედვით...)
პირადი გამოცდილება (გავიხსენებ ეპიზოდს ჩემი ცხოვრებიდან...; მახსენდება ერთი შემთხვევა...; მინდა გაგიზიაროთ ჩემი დამოკიდებულება...; ამგვარი რამ თავად განმიცდია...)
სტატისტიკა (სტატისტიკური მონაცემებით...; სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად...; როგორც ინტერაქტიულმა გამოკითხვებმა აჩვენა...)
თქვენეული ლოგიკა (დარწმუნებული ვარ, რომ...; თუ ეს ასეა, მაშინ...; ფაქტი გვიჩვენებს, რომ...; მინდა აღვნიშნო, რომ...; ამ საკითხის შესახებ ვფიქრობ, რომ...)
პარალელი (მსგავსი მახასიათებლები შეიძლება გამოვყოთ ასევე... შეიძლება პარალელი მოვიყვანოთ... მსგავსი მოვლენა დაფიქსირდა... ანალოგიური მოვლენა იყო აღწერილი... ანალოგიური შემთხვევა მახსენდება... მსჯელობისას მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ზუსტად იგივე შემთხვევა, მომხდარი...)
კარგი არგუმენტი უშუალოდ უნდა ეხებოდე თემას, რომელზეც მსჯელობთ; პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს ესეში გადმოცემულ საკითხს; არ უნდა იყოს ბუნდოვანი და ძალიან ზოგადი.
არგუმენტად არ გამოდგება არარაციონალური, მკვეთრად პირადი და ემოციური დამოკიდებულება რაიმე საკითხისადმი, გემოვნება, რწმენა, ანუ ისეთი საკითხები, რომელთა შემოწმების ობიექტური მექანიზმები არ არსებობს.
იხილეთ ასევე: 3 მნიშვნელოვანი რამ, რაც არგუმენტირებული ესეს წერისას უნდა გაითვალისწინოთ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა