მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი ჩხენკელის სახელობის, ხონის N2 საჯარო სკოლაში, პროექტ - „თაობათა დიალოგის“, ფარგლებში სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა, მოაწყვეს დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელი მაია მაჭარაძე ხელმძღვანელობდა.
11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ, გამოცხადდა. მეცნიერ ქალთა დღის აღნიშვნის მთავარი მიზანია, რომ თანამედროვე სამყაროში მეცნიერების სხვადასხვა დარგის არჩევისას სქესი არ იყოს განმსაზღვრელი, რომ წარმატებული ქალი მეცნიერები მომავალში მაგალითს მისცემენ გოგონებს, რაც მათ სამეცნიერო საქმიანობის არჩევისას მოტივაციასაც გაუძლიერებს.
სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით მოაწყვეს კინოჩვენება განათლების კლუბის წევრებმა, სადაც წარმოადგინეს პრეზენტაციები და გამართეს დისკუსია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ აღნიშნეს, რომ ყველა დროის უდიდეს მეცნიერებს შორის, ქალები მრავლად არიან. მეცნიერების სხვადასხვა დარგში, მათ არაერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ეკუთვნით. ზოგიერთი მათგანის ღვაწლმა სამუდამოდ შეცვალა მეცნიერება და ზოგადად, მსოფლიო.
მოსწავლეებმა ისაუბრეს როგორც უცხოელ, ასევე ქართველ მეცნიერ ქალებზე, მათ ღვაწლზე და უდიდეს აღმოჩენებზე.
„ ...იოცნებეთ ქალბატონებო, თქვენი ხორცშესხმული ოცნებების შედეგები ისეთივე მომხიბვლელია, როგორც თქვენ თავად..." - სწორედ ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ სკოლის მოსწავლეები და ძალიან საინტერესო შეხვედრა გამართეს.
იხილეთ შეხვედრის ამსახველი ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით