მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებლების წარდგენის მიზნით, ატარებს კონკურსს:
„2023 წლის საუკეთესო სპეციალური მასწავლებელი“.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების სპეციალურ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად. კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს კანდიდატად. კანდიდატის სტატუსით კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, სპეციალური მასწავლებელი წარადგენს საკუთარ თავს, რომელიც ცენტრის ვებგვერდზე მითითებული ბმულის მეშვეობით, ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში აგზავნის რეზიუმეს (CV), მიუთითებს სკოლას სადაც არის დასაქმებული, სპეცმასწავლებლად მუშაობის გამოცდილებას. ასევე, აგზავნის სამოტივაციო წერილს/ვიდეოს, რომელშიც სპეციალური მასწავლებელი წარადგენს მისი მუშაობის უპირატესობებს, კონკურსში მონაწილეობის მოტივაციას, აღწერს მის სამუშაო გარემოსა და მოსწავლეების საჭიროებებს.
რეგისტრაციის ვადა: 17 თებერვალი 2023 –10 მარტი 2023;
კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
პირველი ეტაპი:
1.სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება - რაც გამოიხატება სპეციალური მასწავლებლის მიერ სხვადასხვა მიდგომების გამოყენებაში მოსწავლის სწავლების პერიოდში, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებში წარმოდგენილ აქტივობებში, სპეციალური მასწავლებლის კომპონენტში დაწვრილებით არის აღწერილი ეს მიდგომები;
2. თვითგანვითარებაზე ზრუნვა და სამომავლო გეგმების განვითარება -რაც გამოვლინდება წერილობით და ზეპირად (ვიდეოჩანაწერი) 1. წერილობითი. 2. ზეპირი- (ვიდეოჩანაწერის საშუალებით ფასდება კანდიდატის გამოცდილება, მიმდინარე პრაქტიკული საქმიანობა და სამომავლო გეგმები - თანმიმდევრულობის, მრავალფეროვნების და სფეროსთან მიმართებაში შინაარსობრივი კომპეტენტურობის ფარგლებში).
მეორე ეტაპი:
1. ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნა და უზრუნველყოფა - რაც გამოიხატება თითოეული სსსმ მოსწავლისათვის შექმნილ ადეკვატური სასწავლო გარემოში (მოსწავლეზე მორგებული საკლასო ოთახი, რესურს ოთახი, შექმნილი რესურსები), ინდივიდუალური სასწავლო გეგმების მონიტორინგში, მოსწავლეების საჭიროების შეფასებაში, საკლასო ოთახში მასწავლებლისთვის მიცემული რეკომენდაციებით;
2. სსსმ მოსწავლეთა სწავლების შედეგების დინამიკა -რაც დადასტურდება მოსწავლის სწავლების შედეგების გაუმჯობესების ამსახველი მასალით, რომელიც ასახული იქნება მოსწავლისა და მასწავლებლის პორტფოლიოში;
3. თანამშრომლობითი კულტურა სასწავლო გარემოში-რაც გამოიხატება მშობლებთან და მასწავლებლებთან აქტიურ-პოზიტიურ კომუნიკაციაში და გამოვლინდება მშობლებსა და მასწავლებლებთან გასაუბრებაში.
კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: sauketesomastsavlebeli@gmail.com
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას