სიახლეები
სიახლეები

სწავლის სწავლა ესგ-ში - რა შემთხვევაში სწავლობენ ბავშვები დამოუკიდებლად მუშაობას?
22-02-2023
-
+


მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნებში განმარტებულია, რომ მოსწავლეს სასწავლო პროცესში სხვადასხვა გამჭოლი უნარი და ღირებულებები უნდა განუვითარდეს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი უნარია სწავლის სწავლა.

რას ნიშნავს სწავლის სწავლა?

სწავლის სწავლა ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობაა
, რომელიც გულისხმობს საკუთარი სასწავლო საქმიანობის დაგეგმვასა და ორგანიზებას. ამ კომპეტენციით აღჭურვილი ადამიანი იყენებს სწავლის, კვლევისა და ინფორმაციის მოძიების სხვადასხვა სტრატეგიას, ასევე სასწავლო პროცესზე დაკვირვებისა და შეფასების შედეგებს. ადამიანს, რომელიც ამ უნარებს ფლობს, შეუძლია, სხვადასხვა სფეროში მიღებული ცოდნა გააერთიანოს და მიზანმიმართულად გამოიყენოს. ის არ კმაყოფილდება მიღწეულით და აქვს საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარების უნარი, რაც განაპირობებს მის პიროვნულ და პროფესიულ ზრდას და უზრუნველყოფს ახალი ცოდნის დამოუკიდებლად შეძენას.

როდის სწავლობენ ბავშვები დამოუკიდებლად საქმიანობას?

თუ მასწავლებელი მოსწავლეს დავალების ან აქტივობის მნიშვნელობას დაანახებს ისე, რომ ბავშვი თავად გაიაზრებს, რას შესძენს დავალების შესრულება და რა სარგებელს მოუტანს მას, ის დამოუკიდებლად მუშაობას თავად მოინდომებს.

სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია დავალების დაგეგმვა, მის შესასრულებლად საჭირო ცოდნისა და მიზნის განსაზღვრა; დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების დადგენა; სამუშაოს ეტაპების გამოკვეთა; ასევე იმის წინასწარ განჭვრეტა, თუ რა გაუადვილდება, რა გაუძნელდება, რაში დასჭირდება მოსწავლეს დახმარება, შემდეგ კი სამუშაოს თითოეული ეტაპისათვის სტრატეგიების მიზანშეწონილად შერჩევა.

მოსწავლეთა დამოუკიდებლად მუშაობის წახალისებას ხელს უწყობს სწავლის პროცესის მონიტორინგიც. პედაგოგმა უნდა დააფიქროს მოსწავლე სწავლის პროცესზე, რა უშლის მას ხელს უკეთ სწავლაში? რა აფერხებს მის წინსვლას? რა უნდა გააკეთოს წინსვლისთვის? ამისთვის საჭიროა თვითშეფასების გამოყენება ძლიერი და სუსტი მხარების დასადგენად, შემდეგ კი სუსტი მხარეების გასაძლიერებლად გზების დასახვა.

ამ პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია ემოციის მართვა და ნერვიულობის მინიმუმამდე დაყვანა, მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს, რომ შეძლოს საკუთარ თავში სიძნელეების გადალახვისთვის საჭირო რესურსის მოძიება, საჭიროების შემთხვევაში კი დახმარების თხოვნა. ასევე მნიშვნელოვანია შეცდომების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება და მისი წინსვლის საშუალებად გამოყენება.

დამოუკიდებლად საქმიანობა ასევე მოითხოვს გამოყოფილი დროის ეფექტურად გამოყენებასაც.

აღნიშნულ საკითხზე ეროვნულ სასწავლო გეგმაში განმარტებულია:

„სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა). სწავლის პროცესში მართებული ხერხებისა და მიდგომების გამოყენება წარმატებული სწავლის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს. კონკრეტული მიზნის მისაღწევად განსახორციელებელ ქმედებათა გააზრებულად, გაცნობიერებულად დაგეგმვა და კოორდინირება ზრდის მოსწავლის ქმედობაუნარიანობას, ეხმარება მას მიზნის ეფექტიანად მიღწევასა და სიძნელეთა გადალახვაში. აქედან გამომდინარე, მასწავლებელი ვალდებულია დააფიქროს მოსწავლე იმ ხერხებსა თუ მიდგომებზე, რომლებსაც იგი გამოიყენებს მიზნის მისაღწევად და დაეხმაროს მათ შორის, საუკეთესოს აღმოჩენაში“.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება