სიახლეები
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი მასწავლებლის - ამირან ძაგნიძის პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლისთავი აღინიშნა
20-02-2023
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები არიან. ფიზიკის მასწავლებელი და სასწავლო ნაწილის გამგე - ამირან ძაგნიძე ერთ-ერთი ასეთი, საკუთარი საქმის უბადლო მცოდნე პიროვნებაა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სასკოლო საზოგადოებამ ღირსეული მოქალაქისა და ინტელიგენტის - ამირან ძაგნიძის დაბადებიდან 70 და პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გამართა.

ღონისძიებაზე სკოლის მასწავლებლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ფიზიკოსის განვლილი პედაგოგიური გზა გაიხსენეს.

პედაგოგმა 70 წლის იუბილეზე რესურსცენტრისგან მადლობის სიგელი მიიღო. მასწავლებელთა სახლმა კი „2023 წლის დამსახურებული პედაგოგის“ სტატუსი მიანიჭა. თავად სკოლამ კი,  სკოლაში შექმნილი პატივგების კომისიის დაწესებული ჯილდო - „მასწავლებელთა მასწავლებელი“ და შესაბამისი სამკრედე ნიშანი გადასცა.

„ცნობილ ფიზიკოსს და დამსახურებულ პედაგოგს იუბილე მისმა აღსაზრდელებმა და ყოფილმა მოსწავლეებმაც მიულოცეს, რომლებიც ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აგრძელებენ სამეცნიერო თუ პედაგოგიურ საქმიანობას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მოსწავლეებმა ღონისძიებას ხალისი და სილამაზე შემატეს. მათ ლამაზი სანახაობა წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას, რამაც დარბაზში ზღვა ემოცია გამოიწვია.

დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის (MIA)  გამარჯვებული გუნდი “Terra Tech”ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლიდან დაბრუნდა

თითოეულ გამარჯვებულ პედაგოგს 250 ლარიანი თაიგული გადაეცემა - მასწავლებელთა ეროვნული პრემიის ცერემონიალი ნახევარ მილიონზე მეტი დაჯდება

ვადა 1-ელ ოქტომბრამდე განისაზღვრა - მინისტრის ბრძანებით, ვის ეხება დისტანციური სწავლება

ახალი სტანდარტის ინდიკატორები - რა წერია ჩარჩო-დოკუმენტში

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

სკოლაში ახალგაზრდას ულოცავენ წარმატებას, უსურვებენ საინტერესო, შემეცნებით და პროდუქტიულ სტუდენტობას 

სკოლა 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებებს ულოცავს




საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება