სიახლეები
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამოქალაქო კონკურსში 1-ელი ადგილი დაიკავეს
20-02-2023
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან და წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, მოსწავლეები კონკურსში - „ეს ქვეყანა შენია“ მონაწილეობდნენ, სადაც მათმა პროექტმა 1-ელი ადგილი დაიკავა. ახალგაზრდული კონკურსის გამარჯვებულებს - სკოლის VIII კლასის მოსწავლეებს: ანი ჭიჭუეიშვილს, ანანო ჩოგოვაძეს, ნია გოგსაძეს, მარიამ კაპანაძეს, ლილე ჭეიშვილსა (კლასის დამრიგებელი მაია გოცირიძე) და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, პროექტის ხელმძღვანელ ნინო თევდორაძეს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და კონკურსის ორგანიზატორების მხრიდან სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.  

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონკურსის სპეციალური პრიზი ასევე ქუთაისის 23–ე საჯარო სკოლის მოსწავლეს -  ნინო გოშაძეს გადაეცა.

მოსწავლეთა პროექტმა ორგანიზატორებისა და ჟიურის წევრების დიდი მოწონება დაიმსახაურა.

„პროექტის ფარგლებში, მერვე კლასის მოსწვალეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის -  ნინო თევდორაძის ხელმძღვანელობით, მოამზადეს ინიციატივა, შეექმნათ მიუსაფარ ცხოველთა კვების აპარატები, რომელიც ქალაქის ეკოლოგიაზეც იზრუნებდა. სპეციალურ აპარატში პოიეთილენის ბოთლის განთავსებით ავტომატურ რეჟიმში ჩამოიყრება საკვები ცხოველებისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.

კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მხარდამჭერია ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის (MIA)  გამარჯვებული გუნდი “Terra Tech”ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლიდან დაბრუნდა

თითოეულ გამარჯვებულ პედაგოგს 250 ლარიანი თაიგული გადაეცემა - მასწავლებელთა ეროვნული პრემიის ცერემონიალი ნახევარ მილიონზე მეტი დაჯდება

ვადა 1-ელ ოქტომბრამდე განისაზღვრა - მინისტრის ბრძანებით, ვის ეხება დისტანციური სწავლება

ახალი სტანდარტის ინდიკატორები - რა წერია ჩარჩო-დოკუმენტში

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

სკოლაში ახალგაზრდას ულოცავენ წარმატებას, უსურვებენ საინტერესო, შემეცნებით და პროდუქტიულ სტუდენტობას 

სკოლა 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებებს ულოცავს




საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება