სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რომლებია საკლასო ოთახისთვის საუკეთესო მცენარეები?
05-03-2023
-
+


მცენარეები საკლასო ოთახს სიმყუდროვეს სძენენ, მათ სინათლე და ხალისი შემოაქვთ - სწორედ ამიტომ მასწავლებლები ზრუნავენ, რომ მათ კლასში ერთი მცენარე მაინც იყოს.

ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია და მასზე დაყრდნობით, გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ რომელი მცენარეა კლასისთვის საუკეთესო.

დრაცენა

ეს მცენარე ჰაერის გასაწმენდად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მას მწვანე ფერის ორი ტონი აქვს, რასაც კლასში სინათლე შემოაქვს. მისი მნიშვნელოვანი უპირატესობა ისიცაა, რომ მარტივი მოსავლელია. მას მინიმალური მოწყვა სჭირდება და სიბნელესაც კარგად იტანს. მათი ნიადაგი ყოველთვის ტენიანი უნდა იყოს, თუმცა არა სველი. თუ ფოთლები ჩამოცვივდა, ეს ხშირად სწორედ ზედმეტი წყლის მანიშნებელია.

გველის მცენარე

ამ გველის მცენარეს ვარსკვლავის ფორმა აქვს. მისი ფოთლები წყალს ინახავს, ამიტომაც მორწყვა მხოლოდ მაშინაა სჭირო, როდესაც მიწა გამოშრება. მის გასამრავლებლად შეგიძლიათ ფოთლები გამოიყენოთ. გარდა ამისა, მას ულამაზესი ფორმა აქვს, რაც თვალს ძალიან იზიდავს.

ობობის მცენარე

ეს მცენარეები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ისინი ჰაერიდან ტოქსინების განდევნას ხელს უწყობენ. მათ გრძელი ფოთლები აქვთ, რომლებიც ობობის საცეცებს ჰგავს. მოსწავლეებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს მათ გამრავლებაზე დაკვირვებაც, რისი ქცევაც პროექტადაც შეუძლიათ. ეს მცენარე ძალიან გამძლეა, რაც მის პოპულარობას განაპირობებს. უპირატესობაა ისიც, რომ მათ ბევრი წყალი არ სჭირდებათ.

კაქტუსი

თუ სუკულენტებისა და კაკტუსების დიდი მოყვარული ხართ, მაშინ კლასში აუცილებლად უნდა გქონდეთ. ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მას ეკლები აქვს, რის შესახებაც მოსწავლეები უნდა გააფრთხილოთ და მასთან კონტაქტს მოარიდოთ. კაქტუსს სხვადასხვა სახეობა აქვს, ერთ-ერთია მარჯნის ფორმის, რაც თქვენი კლასის ნამდვილი მშვენება იქნება.

ფიკუსი

მისი თხელი და პრიალა ფოთლები ყურადღებას მაშინვე იქცევს. ის ძალიან ლამაზი, მარტივი მოსავლელია, ხელს უწყობს ჰაერის გაწმენდას და ოთახში სინათლე შემოაქვს. შესაძლოა, სანამ ახალ გარემოს მოერგებიან, ფოთლებიც დასცვივდეთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება