მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლია ბუკია ექიმ ინსტრუქტორს, თურქეთის ბარიატრიული ასოციაცის წევრს - მუზაფერ ალის შეხვდა.
ოფიციალური შეხვედრა 19 თებერვალს გაიმართა.
მუზაფერ ალი წარმატებული სპეციალისტია. 2013 წელს, ბრაზილიაში, სან პაულოს უნივერსიტეტის პროფესორმა და ექიმმა მუზაფერ ალიმ, სერხიო სანტოროს მხარდაჭერით, ლაპაროსკოპიული მეტაბოლური ქირურგიის ოპერაციები დაიწყო.
წარმატებული სწავლების და ქირურგიული ჩარევების გამო ის მეტაბოლური ქირურგიის ასოციაციის წევრად მიიღეს და მეტაბოლური ქირურგიის სამუშაო ჯგუფში შეიყვანეს. დღეს, კი ექიმი ალი მსოფლიოში მეტაბოლური ქირირგიის ასოციაციის 25 წევრთა შორის ირიცხება.
შეხვედრაზე მონაწილეებმა, თანამშრომლობის ფარგლებში, სამომავლო გეგმები განიხილეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქართული მხარისთვის ტრენინგების ჩატარებასა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაში დახმარებას, ექიმების გაცვლით ვიზიტებსაც ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე ნეიროგანვითარების ცენტრი იხსნება.
ნეიროგანვითარების ცენტრი – მრავალპროფილურია, სადაც პაციენტებს მომსახურებას გაუწევენ უმაღლესი რანგის თურქი და ქართველი სპეციალისტები. ცენტრი აღიჭურვება მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრითა და თანამედროვე სტანდარტების აპარატებით. პროექტი არის ახალი სიტყვა სამედიცინო სფეროში, სადაც შესაძლებელია მაღალი ხარისხის მომსახურების მიღება, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ანალიზების გაგზავნა თურქეთში ასევე ტომოგრაფიისა და რენტგენის სურათების გაშიფვრა თურქი პროფესორების მიერ.
კვლევითი ინსტიტუტის მიზანია შეამციროს იმ პაციენტების ნაკადი, რომლებიც მიდიან სამკურნალოდ საზღვარგარეთ და გაუწიოს მათ ანალოგიური ხარისხის სამედიცინო მომსახურება ზუგდიდში ქართველ და თურქ ექიმებთან ერთად. კვლევით ინსტიტუტს დაგეგმილი აქვს გახდეს ამიერკავკასიაში საუკეთესო რეგიონალური ცენტრი.
სარეკლამო მასალა®
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
უმაღლესების საყურადღებოდ - რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ რეგისტრაციისთვის
საჯარო ბაღებში სამსახურის დაწყება კონკურსის გარეშეა შესაძლებელი - რა უფლებები და ვალდებულებები აქვს სკოლამდელ დაწესებულებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას