მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში გაწერილია ის ღონისძიებები, რომლებიც იგეგმება სკოლამდელი განათლების მიმართულებით.
დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის წარმართვისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, ასევე სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები; სააღმზრდელო დაწესებულებებში და ა(ა)იპ - სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრში დასაქმებული ადმინისტრაციული და სააღმზრდელო პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო პირობებით.
ოფიციალური ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სულ 1500 სკოლამდელი ასაკის ბავშვია რეგისტრირებული, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ 26 საბავშვო ბაღში კი, დღეის მდგომარეობით შესაძლებელია 1300 ბავშვის სწავლება, ხოლო 200 ბავშვი მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს შესაბამისი მომსახურებით.
26 საბავშვო ბაგა–ბაღში ფუნქციონირებს 54 სააღმზრდელო ჯგუფი, 477 თანამშრომლით. მათ შორის 93 აღმზრდელია და 92 აღმზრდელის თანაშემწე. სააღმზრდელო პროცესს გადის 938 სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელი, აქედან გოგო 455 და ბიჭი 483.
ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად 2023 წლისათვის იგეგმება სკოლამდელი აღზრდის სფეროში დახვეწილი მართვის პოლიტიკის განხორციელება, რაც გულისხმობს სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი პროგრამების და სწავლების მეთოდების შესწავლა-დახვეწას: მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო,შენობა, ინვენტარი და სხვა) მოწესრიგება. ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის დონის ამაღლება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს