სიახლეები
სკოლები

თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ
21-02-2023
-
+


სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და ცოდნის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, პედაგოგები მათ მრავალფეროვან გასვლით გაკვეთილებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები სტუმრად ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - თინათინ ანასაშვილი; დამრიგებელი - დალი კუპატაძე) იმყოფებოდნენ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა სასკოლო სივრცეში, გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა მუზეუმში ნანახითა და მოსმენილით გაიღრმავეს. ისინი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას გაეცნენ, მის შესახებ საინტერესო ისტორიები მოისმინეს.

„ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა და შემეცნება ეროვნული ცნობიერებისა და სულისკვეთების ჩამოყალიბების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იხილეთ გამარტივებული ელექტრონული ჟურნალის მობილური აპლიკაციის ბმულები Android და IOS სისტემებისთვის

 „ეს იცით როგორი დოკუმენტია? ჩვენი მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა თუ აქტივობაში მონაწილეობენ და მშობლები წერილობით აცხადებენ ფოტო-ვიდეოგადაღებაზე თანხმობას“

იხილეთ გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით,  წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა 


საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის წესი

პიროვნება
როგორც პედაგოგი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ერთი წუთითაც კი არ უფიქრია, რომ რჩეულ ათეულში მოხვდებოდა
სკოლები

„ჩვენო საყვარელო ბავშვებო, მასწავლებლებო, მშობლებო, ყველას გილოცავთ ახალ სასწავლო წელს მშვიდობიან და წარმატებულ წელს გისურვებთ!“ 

მოსწავლე-მასწავლებლებმა 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტში. ემოციური იყო მათთვის სოხუმის დაცემის კადრები 

„პირველი დღის მხიარული აურზაური“, - ასე უწოდეს 16 სექტემბერს, კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში, დღეს, რომელიც ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე აღმოჩნდა 

განსაკუთრებით ემოციური კი, პირველკასელთა მიღება იყო, რომლებაც ცოდნის ტაძრის კარი პირველად შეაღეს, მათ საზეიმოდ გადაეცათ ბუკები 

საინტერესო

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება