მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეწყდეს სწავლა - უამინდობას ხომ არ უნდა შევეწიროთ? შაბათის ხარჯზე ავანაზღაურებთ ან ზაფხულის არდადეგები დაიწყოს ორი-სამი დღით გვიან... - დაახლოებით ასეთი პრეტენზიით, etaloni.ge-ს არაერთმა პედაგოგმა მიმართა.
სწავლა საქართველოს 100-ზე მეტ სკოლაში შეწყდა - დიდთოვლობის შედეგები
სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ უამინდობამ გადაადგილების პრობლემა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შექმნა და სწორედ ამიტომ უპრიანი იქნებოდა, სამინისტროს მიეღო გადაწყვეტილება, სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე.
„აღმზრდელები ყველა ბაღში მივიდნენ, მაგრამ ბავშვები - არა; დენი არ გვაქვს, შეშის ღუმელები გვინთია“
„გვესმის, რომ საგაზაფხულო არდადეგებიც გათვალისწინებულია სასწავლო კალენდარში და ამდენი დასვენება აკადემიურ მოსწრებაზე დადებითად არ აისახება, მაგრამ ავდარმა ბევრ სკოლაში შეაფერხა სასწავლო პროცესი... ამიტომ მიმაჩნია სწორად, ამ ეტაპზე სწავლა შეწყდეს, - ამბობს etaloni.ge-სთან საუბრისას ერთ-ერთი პედაგოგი.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, განათლების სამინისტროში გაგვერკვია - ხომ არ განიხილება სწავლის შეწყვეტა სკოლებში? - ოფიციალური სტრუქტურაში გვიპასუხეს, რომ მასშტაბურად სწავლის შეწყვეტის საკითხი არ განიხილება, თუმცა მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება ადგილობრივ ხელისუფლებებს შეუძლიათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა