სიახლეები
სიახლეები

უკრაინელი მასწავლებელი, რომელიც 1 წლის წინ ომში წავიდა და მოსწავლეების წერილებს პატარა ყუთში ინახავს - რუსეთ-უკრაინის ომიდან ერთი წელი შესრულდა
24-02-2023
-
+


დღეს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 წელი გავიდა... დაღუპულთა, მათ შორის ბავშვების გარდაცვალების სტატისტიკა საკმაოდ მაღალია... იბრძვის ყველა - პედაგოგებიც... ესაა დიდი გმირობის პატარა მაგალითები, რომლებიც სამუდამოდ ჩაიწერება ისტორიაში.

ამჯერად, etaloni.ge გიამბობთ უკრაინელ მასწავლებელზე, რომელმაც ომის დაწყების წუთიდან, ცარცის მაგივრად, ხელში იარაღი აიღო და სამშობლოს სადარაჯოზე, რიგით ჯარისკაც დადგა.

2022-ის 24 თებერვლამდე  30 წლის მასწავლებელი - იულია ბონდარენკო გაკვეთილის გეგმებსა და მე-7 კლასის მოსწავლეების განვითარებაზე ფიქრობდა. თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო.  მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ თავისი ადგილი იქ იყო, სადაც თანამემაულენი იბრძოდნენ და ხელში იარაღი აიღო, რომლის გამოყენება არც კი იცოდა.

ომში წასული მასწავლებლის შესახებ The New York Times წერს.

„ადრე იარაღი ხელში არასოდეს მჭერია, ახლოდანაც კი არ მინახავს. პირველი ორი კვირა მეგონა, რომ ბურუსში ვიყავი, ეს უბრალოდ კოშმარი იყო, რომელიც არ მთავრდებოდა“,- ამბობს იულია ბონდარენკო.

ის უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების მობილიზებას თვალს კვირების განმავლობაში თვალწურს ადევნებდა. საბოლოოდ, 23 თებერვალს რეზერვისტად წასვლა გადაწყვიდა. მეორე დღეს კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი ომი დაიწყო. როდესაც კიევი აფეთქებებმა მოიცა, ბონდარენკო მეტროში გამოცხადდა. ქაოსის გამო ოფიცრებს მისთვის ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვამთ -მას თოფი და 120 ტყვია გადასცეს განყოფილებაში, რომლის წევრებიც რუსული არმიის კიევში შეჭრის შემთხვევაში, ქალაქში ბრძოლას აპირებდნენ.

იულია ბონდარენკო ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე იყო, რომელიც რეზერვისტებში ჩაეწერა და რომლის ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა.

კიევისთვის ერთკვირიანი ბრძოლის დროს იულია ბონდარენკო და 150-მდე სხვა მოხალისე, რომელთაგანაც თითქმის ყველა მამაკაცი იყო, სავაჭრო ცენტრში ცხოვრობდნენ და ქალაქის საგუშაგოებზე მორიგეობდნენ.მასწავლებელი იხსენებს, რომ თავიდან ძალიან უჭირდა, ყოველი ძლიერი ხმაურის შემდეგ აფეთქებასა და სიკვდილს ელოდა. შემდეგ კი, ეტაპობრივად, ისწავლა, როგორ ყოფილიყო ჯარისკაცი, როგორ მოქცეულიყო. თანამებრძოლებმა ასწავლეს, კალაშნიკოვი როგორ უნდა დეტენა, დაემიზნებინა და ესროლა.

იხსენებს, რომ ღამით ისე ციოდა ხოლმე სხვა ქალ რეზერვისტთან ჩახუტებულს ეძინა. შემდეგ ნელ-ნელა საძიელე ტომრები, თბილი ფორმები და შესაბამისი აღჭურვილობა დაემატათ.

რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსული ძალები დედაქალაქს ჩამოაშორა და რუსებმა გაზაფხულზე დაიხიეს, ბრძოლამ აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლა. ამ დროს იულია ბონდარენკოს შესთავაზეს, სამაგიდო სამუშაო შეესრულებინა ან კერძების მომზადებაში დახმარებოდა სხვებს. თუმცა პედაგოგმა შიში დაძლია და არჩია, რომ ისევ ქვედანაყოფში დარჩენილიყო.

გამოცდილების გარეშე, სხვა ახალწვეულების მსგავსად, იულია ბონდარენკომ ომის მიმდინარეობისას ისწავლა - როგორ ეპოვა სამგზავრო მავთულები და ფეთქებადი ხაფანგები, ჭურვიდან გადასაფარებელი იხვის ამოღება, ბრძოლის ველზე პირველადი დახმარების გაწევა.

თავიდან აწუხებდა, ძალიან მორცხვი იყო, მისი გატაცება ყოველთვის წიგნები იყო და სამხედრო საქმისადმი ინტერესი არასოდეს ჰქონია - არაფერი იცოდა საბრძოლო ტაქტიკისა და იარაღის შესახებ. ნელ-ნელა კი ყველაფერი აითვისა და თანამებრძოლების ნდობა მოიპოვა.

„სასიამოვნო იყო, როდესაც ბიჭებმა თქვეს - ჩვენ შენთან ბრძოლაში წამოვალთ“,- იხსენებს ბონდარენკო.

მისი ბრიგადა განლაგებული იყო კიევის სამხრეთით სოფელში, სადაც ჯარისკაცებმა ურთიერთობა დაამყარეს მაცხოვრებლებთან: ისინი ხშირად დადიოდნენ საჭმლის მაღაზიაში. გაზაფხულის ბოლოს, მათ დაემშვიდობნენ და ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, ფრონტისკენ გაემგზავრნენ. იქ ბრძოლა მარტივი არ ყოფილა, იულია ბონდარენკომ კი საერთო საქმისთვის ძალიან ბევრი გააკეთა.

საახალწლო დღესასწაულზე მას უფლება მისცეს, რომ ცოტა ხნით დაესვენა. ის კიევში დაბრუნდა, სადაც დრო მეგობრებთან, დასა და 4 წლის დისშვილთან ერთად გაატარა. ასევე, დაიბრუნა ის სიხარული, რასაც ახალი წიგნების ყიდვა განიჭებს. შემდეგ კი 67 წლის დედა მონახულა.

„მე ბედნიერი ვიყავი, რომ ვაჟი არ მყავდა, რადგან არ მიწევდა ფიქრი მისი ომში წასვლის შესაძლებლობაზე, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ქალიშვილი რეზერვისტად დარეგისტრირდებოდა“,- ამბობს 67 წლის დედა ჰანა ბონდარენკო.დედამისი ამბობდა, რომ როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ერთი წამით გაიფიქრა, რომ კიდევ კარგი ვაჟი არ ჰყავდა და ჯარში არ გაიწვევდენენ - ამით მცირე შვებას გრძნობა.

იულია კი ამბობს, რომ ცდილობდა, მონატრებაზე საერთოდ არ ეფიქრა, თუმცა დედის გულში დაბუდებული შიშის გამო, თავს დამნაშავედ გრძნობდა. მას განშორება შეყვარებულთანაც მოუწია.

მასწავლებელს სახლში ერთი ყუთი აქვს, სადაც ძვირფას მოგონებებს - მოსწავლეების წერილებს ინახავს.

ზურგჩანთაში, რომელსაც ის ატარებდა საბავშვო წიგნებიც ჰქონდა, მათ იულია, ჯარისკაცების გასამხიარულებლად და გასამხნევებლად, ხანდახან კითხულობდა.

მოხალისეებიდან, რომლებიც მას გასული წლის განმავლობაში შეხვდნენ, ბევრი აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძოდა, მათგან ზოგიერთი უკვე დაღუპულია.

ამბობს, რომ ის უკრაინას სჭირდება და ახლა უკვე თავისი ქვეყნის ჯარისკაცია.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ყველაზე მარტივ გამოცდას აბიტურიენტები ასახელებენ - „ამ საგნით ეროვნულები დავამთავრე“

მასწავლებლების 4 საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

„გარკვეული საკითხები მეტ კონცენტრაციას მოითხოვდა“

„შემაცილეთ, ხალხი არ ხაართ?!“ - მასწავლებლის გამოცდაზე აპლიკანტმა 10 წუთი დაიგვიანა

პიროვნება
სკოლები

მეცადინეობები მოიცავს არაფორმალურ და სახალისო აქტივობებს

სკოლის 12-მა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო საზაფხულო ბანაკში - ერთიანი საქართველო ევროპისთვის

ორივე ღონისძიება შთამბეჭდავად, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

სიახლეები
საზოგადოება