მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლამ, სამოქალაქო განათლების პროგრამის მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში, დაფინანსებული პროექტის - „მდგრადი განვითარება განათლებით იწყება, ერთად გლობალური მიზნებისკენ“ პრეზენტაცია გამართა.
პროექტი სამოქალაქო განათლებისა და სხვა საგნების ინტეგრირებით განხორციელდება.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი დაკავშირებულია ეროვნული სასწავლო გეგმის რომელიმე საგნის სამიზნე ცნებასთან და მასთან დაკავშირებულ მკვიდრ წარმოდგენებთან. სასკოლო პროექტი ორიენტირებულია მოსწავლეთა პროგრესზე. სასკოლო პროექტის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობაა კათედრებს, მასწავლებლებსა, სკოლის ადმინისტრაციას, მშობლებს, თემსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის.
„პროექტში გათვლილია, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაზე. პროექტი ითვალისწინებს არა მხოლოდ ცალკეული კლუბის, ცალკეული მასწავლებლის თუ მოსწავლის მუშაობასა და ჩართულობას, არამედ არის სკოლისთვის შესაძლებლობა, ცოდნის ამაღლებისა და გაზიარების, პიროვნული ზრდისა და ორგანიზაციული განვითარების, წარმოადგენს თანამშრომლობის უწყვეტ პროცესს. პროექტის მთავარი მიზანია სოლიდარობა, თანამშრომლობა, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გარემოსადმი. არსებული თანამედროვე გლობალური პრობლემების შემცირება.
მდგრადი განვითარება განათლებით იწყება. განათლება კი ფუნდამენტალური უფლება და მდგრადი განვითარების მძლავრი საშუალებაა. მდგრადი განვითარება პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს იმგვარად, რომ მომავალ თაობებს შეუნარჩუნოს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. თითოეული ჩვენგანის პიროვნულ არჩევანს დიდი ძალა აქვს და მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ლოკალურ და გლობალურ გამოწვევებზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის (MIA) გამარჯვებული გუნდი “Terra Tech”ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლიდან დაბრუნდა
თითოეულ გამარჯვებულ პედაგოგს 250 ლარიანი თაიგული გადაეცემა - მასწავლებელთა ეროვნული პრემიის ცერემონიალი ნახევარ მილიონზე მეტი დაჯდება
„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს
როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები
„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები