მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს თურქეთში მედიცინის წარმომადგენელთან ჯემალ ბერიძესთან, ბატონი ჯემალის მეშვეობით კი საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებებთან და სპეციალისტებთან. მათ შორისაა საუნივერსიტეტო კლინიკები, კერძო კლინიკები და დიაგნოსტიკური ცენტრები.
როგორც საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევით ინსტიტუტში აცხადებენ, ბატონი ჯემალი, მთელი თურქეთის მასშტაბით, ორგანიზებას უწევს სამედიცინო ვიზიტებს და ზრუნავს საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელთა ვიზიტის წარმატებით განხორციელებაზე.
თურქეთში, ჯემალ ბერიძის სამედიცინო ვიზიტები ხორციელდება პაციენტთა დიაგნოსტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პრევენციული გამოკვლევების მიზნით. სამკურნალო ვიზიტების დაგეგმვა ხორციელდება პაციენტების ინტერესების სრული დაცვით. ბატონი ჯემალი ემსახურება თურქეთში მკურნალობის მსურველ საქართველოს და დსთ-ს მოქალაქეებს.
„ბატონი ჯემალის ღვაწლი დიდია ეროვნული მედიცინის და ქართულ-თურქული ურთიერთობის განვითარების საქმეში. კერძოდ, მისი დამსახურებაა, რომ ხელს უწყობს ქართველ ექიმებს თურქეთში პროფესიულ სფეროში წარმატებას მიაღწიონ.
ბატონი ჯემალი უდიდესი მონდომებით აკეთებს ყველაფერს, რომ დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს გამოჯანმრთელებაში“,- ვკითხულობთ განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის გავრცელებულ წერილში.
შეგახსენებთ, 2 წლის წინ საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლია ბუკია იმყოფებოდა თურქეთში, ქალაქ სამსუნში, სადაც ჯემალ ბერიძეს შეხვდა. მათ ადგილზე დაათვალიერეს წარმატებული კლინიკები, შეხვედრის ბოლოს კი თანამშრომლობა გადაწყდა.
დღეს, კი კვლევითი ინსტიტუტი, ჯემალ ბერიძესთან თანამშრომლობის საფუძველზე და მისი დახმარებით, მრავალპროფილიანი ნეიროგანვითარების ცენტრის გასახსნელად ემზადება. თურქი წარმატებული სპეციალისტები მზად არიან აპრილში შეუდგნენ სამუშაო პროცესს.თურქი სპეციალისტები - ექიმები, ნეიროქირურგიის, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის, გინეკოლოგიის, ზოგადი და პლასტიკური ქირურგიის, ბარიატრიის, კარდიოლოგიის, ნევროლოგიის, ანგიოლოგიის, რეპროდუქტოლოგიის, მამოლოგიის, ენდოკრინოლოგიის მიმართულებით გაერთიანდნენ.
კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე არსებულ ნეიროგანვითარების ცენტრში იფუნქციონირებს რადიოლოგიური სამსახური, კომპიუტერული ტომოგრაფია, ჰორმონული ლაბორატორია, რენტგენი, ულტრაბგერითი და DXA-დენსიტომეტრიის დიაგნოსტიკის აპარატები.
საერთაშორისო განათლების კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლია ბუკია მადლობას უხდის ბატონ ჯემალ ბერიძეს თანამშრომლობისთვის.
იხილეთ ასევე: ლია ბუკიას ინიციატივით, ზუგდიდში, კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე ნეიროგანვითარების ცენტრი იხსნება
სარეკლამო მასალა®
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა